4 შეცდომა, რომელიც გრაფიკულმა დიზაინერმა არ უნდა დაუშვას
თარიღი: 19 May, 2021
შენი აზრით, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას გრაფიკულმა დიზაინერმა? – სანამ ამ კითხვას უპასუხებდე გაეცანი 4 გავრცელებულ შეცდომას დიზაინში.
ბევრი ფონტი
ფონტების ვარიაცა სასურველი ვერსიის შესარჩევად ნაცნობი სიტუაციაა, მაგრამ ბევრი ფონტი ერთ ნამუშევარში შეცდომაა. მკითხველისთვის ძალიან დამღლელი და გამაღიზიანებელია, როდესაც ერთ გრაფიკულ ნამუშევარში რამდენიმე განსხვავებული შრიფტი ხვდება. ხუთ სხვადასხვა წინადადებას ხუთი განსხვავებული შრიფტი არ სჭირდება. სასურველია გამოიყენო ორი, მაქსიმუმ სამი განსხვავებული ფონტი.
არასწორად შერჩეული ფერები
დიზაინერები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ იმას, თუ რამდენად წაკითხვადია კონკრეტული ტექსტი. ამ შემთხვევაში შეცდომით ხდება ფერების შერჩევა. უნდა მოერიდო ფონტისთვის ისეთი ფერების შერჩევას, როგორიცაა: წითელი, ყვითელი და სხვა მკვეთრი ფერები, რომლებიც თვალს აღიზიანებს.
უფრო დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით ნახავ აქ.
სივრცის არასწორი გამოყენება
ხშირად, გრაფიკული ნამუშევარი გადატვირთულია სხვადასხვა ელემენტებით, რაც ტოვებს ,,ჭუჭყიანი” ნამუშევრის შთაბეჭდილებას. როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს შენი ნამუშევარი არასდროს არის სწორი ბევრი ელემენტის ერთად, ერთ ნამუშევარში თავმოყრა. შეეცადე დატოვო მეტი თავისუფალი სივრცე, რადგან თვალი ამას ბევრად სასიამოვნოდ აღიქვამს.
დიზაინს ქმნი შენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დიზაინერს ჰქონდეს ინდივიდუალური ხედვა და სტილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიზაინი უნდა შექნა მხოლოდ შენთვის. დიზაინი უნდა პასუხობდეს მომხმარებლის, კომპანიის მოთხოვნებს, ბრენდის იდენტობა, ამიტომ ამ პროცესში იდეების გაცვლა, ინტერაქცია, შეთანხმება აუცილებელია.
გაითვალისწინე, რომ ყოველი დაშვებული შეცდომა მომხმარებლის დამოკიდებულებაზე უარყოფითად მოქმედებს.