4 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ინტერიერის დიზაინი

თარიღი: 1 April, 2019

ინტერიერის დიზაინის კურსის არჩევა შეიძლება ცხოვრების შემცვლელი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს კრეატიული სამსახური. ეს არის მრავალფეროვანი და გამომწვევი პროფესია, რომელიც არასდროს მოგბეზრდებათ.

მას შემდეგ, რაც გლობალური ზრდა დაიწყო მსოფლიოს მაშტაბით, სივრცის სიმცირისა და შეზღუდული რესურსის ქონის გამო დღითი დღე უფრო მოთხოვნადი ხდება ისეთი სახის პროფესია, როგორიც ინტერიერის დიზაინერობა არის.

წარმოგიდგენთ 4 მიზეზს თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ინტერიერის დიზაინი

იმედის მომცემი სამომავლო კარიერა

როგორც უკვე ავღნიშნეთ ინტერიერის დიზაინერი დღითიდღე უფრო მოთხოვნადი პროფესია ხდება, რადგან საქართველოში საკმაოდ გაიზარდა კონსტრუქციული პროექტების რაოდენობა, რაც ბუნებრივია მოითხოვნას ზრდის ინტერიერის დიზაინერებზე

კრეატიულობა, წარმოსახვა და ინოვაცია

თუ თვლით რომ თქვენ გაქვთ კრეატიული, მდიდარი წარმოსახვის მქონე და მხატრული მიდგომა თქვენს ირგვლივ მდგომი ნივთების მიმართ, მაშინ ნამდვილად შეგიძლიათ გახდეთ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი.

მიმზიდველი და გამომწვევი პროექტები

თითოეული პროექტი იქნება გამომწვევი და მიმზიდველი. არანაირი ერთფეროვანი სამსახული, ყოველი ახალი პროექტი მოითხოვს ისეთივე ძალისხმევას, როგორიც ყველა წინამორბედი. ეს არის საუკეთესო საშუალება გამოსცადოთ საკუთარი კრეატიულობა, ტექნიკური უნარჩვევები, დატვირთული გრაფიკის გამძლეობა და ვალდებულების გამომჟღავნება საკუთარი კლეინტების მიმართ

მრავალფეროვანი სექტორი და ინდუსტრია

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი მიზეზი, რის გამოც უნდა აირჩიოთ ინტერიერის დიზაინი. როგორც ინტერიერის დიზაინერი თქვენ მიიღებთ შანს სხვადასხვა სექტორში და ინდუსტრიებში სამუშაოდ. დაწესებულება რაზეც სამომავლოდ მოგიეწვთ მოშაობა შეიძლება მოიცავდეს სახლებს, ოფისებს, რესტორნებს, განათლების დაწესებულებებს, საჯარო ფართებს, ბიბლიოთეკებს, გალერეებს, მუზეუმებს და სხვა.

ჩვენი ინტერიერის დიზაინის საბაზისო კურსის განრიგის და სილაბუსის სანახავად

დააჭირეთ აქ ↓

ინტერიერის დიზაინი (საბაზისო კურსი)