fbpx
მოუშენ დიზაინი

4 მიზეზი, რატომ არის Motion დიზაინი ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია

თარიღი: 21 May, 2021

მომხმარებელს სათქმელი სხვადასხვა გზით შეგვიძლია ვუთხრათ. ეს შეიძლება იყოს ტექსტუალური ან ვიზუალური გზა. სანამ არჩევანს გააკეთებდე, გახსოვდეს, რომ მოძრავი გრაფიკა, იგივე Motion Design ამბის თხრობის უნიკალური საშუალებაა, რატომ? – ამაზე ქვემოთ გეტყვით.

იპყრობს მაყურებლის ყურადღებას

traffic light in red

მოძრავი გრაფიკა მარტივად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. სტატიკური სურათი, პოსტი, სტატია ან ნებისმიერი სხვა სახის კონტენტი ყოველთვის შეიძლება ყურადღების მიღმა აღმოჩნდეს, რასაც ვერ ვიტყვით მოძრავ გრაფიკაზე. ის დანახვისთანავე ყურადღების ცენტრში ხვდება და ხანგრძლივად რჩება მაყურებლის  მეხსიერებაში.

გეხმარება ამბის საინტერესოდ თხრობაში

man standing near podium

ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა ხმაზე, გამოსახულებაზე, მოქმედებაზე რეაგირება. ამბის თხრობა მუსიკის, ვოისოვერის და მოძრავი ვიზუალის ერთობლიობით ბევრად საინტერესოა.

ხელს უწყობს ინფორმაციის მყისიერად დამუშავებას

Colorful software or web code on a computer monitor

MIT-ის კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალური კომუნიკაციის დროს ადამიანის ტვინი ინფორმაციას მყისიერად ამუშავებს და იმახსოვრებს. ნებისმიერი საკითხის გაგება უფრო მარტივია თუ მას ვიზუალურად აღიქვამ.

სწორედ ამიტომ იყენებენ სქემებს, პრეზენტაციებს, ინტერაქტიულ გრაფიკას სასწავლო პროცესის დროს. მოძრავი გრაფიკა უზრუნველყოფს რთული ინფორმაციის მარტივი ფორმით მიწოდებას.

საჭიროებს მინიმალურ დროს

clear hour glass beside pink flowers

მოძრავი გრაფიკა ხანგრძლივობით 30 წამიდან 3 წუთამდე გრძელდება, ეს კი საუკეთესო შესაძლებლობაა მაშინ, როდესაც დროში ხართ შეზღუდული. 2015 წელს Facebook-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუნდაც მხოლოდ 10 წამის განმავლობაში ვიდეოს ყურება დაგეხმარებათ ბრენდის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.

ის რისი ახსნისთვისაც 1500 სიტყვიანი ტექსტი შეიძლება დაგჭირდეს, მოძრავი გრაფიკა ამას მხოლოდ ერთ წუთში შეძლებს.

თუ გსურს, სამიზნე აუდიტორიამდე კონკრეტული ინფორმაცის მიტანა გამოიყენე მოძრავი გრაფიკა, რაც გაგიმარტივებს ამ პროცესს.