fbpx
christmas

4 გზა, რომელიც საახალწლო სამზადისისა და საქმის შეთავსებას სასიამოვნოს გახდის

თარიღი: 30 December, 2020

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თითქოს და მცირდება თანამშრომლების პროდუქტიულობა. ყველა საახალწლო სამზადისში ერთვება, ამიტომ რთულია კონცენტრირება მხოლოდ საქმეზე. იმისათვის, რომ სამუშაო გარემოში საახალწლო დეტალები შეიტანოთ და ამავდროულად პროდუქტიულიც დარჩეთ არსებობს რამდენიმე გზა.

4 გზა, რომელიც საახალწლო სამზადისისა და საქმის შეთავსებას სასიამოვნოს გახდის:

საახალწლო დეკორაციები ოფისში

Merry Christmas letter banner hanging on sconces in white painted room

ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო პროცესი დეკორაციებია. სადღესასწაულო გაწყობისთვის მორთეთ ოფისი, შეუქმენით თქვენს თანამშრომლებს სადღესასწაულო განწყობა. დეკორაციები არა მხოლოდ განწყობის შექმნასა და ოფისის დიზაინის გალამაზებაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენს მომხმარებელსა და თანამშრომლებში დადებითი და პოზიტიური განწყობის შექმნას შეუწყობს ხელს.

ითამაშეთ Secret Santa

Santa Claus

ეს გზა ყველასთვის ნაცნობია. ერთმანეთისთვის საჩუქრების გაცვლა და ბოლოს იმის გაგება თუ ვინ იყო შენი სანტა მეტ ინტერესს და მხიარულებას შემოიტანს სამუშაო პროცესში. დღეს თითქმის ყველა ოფისში თამაშობენ ამ თამაშს, რაც ერთმანეთთან დაახლოების და საქმის სასიამოვნოდ შესრულებისთვის ძალიან კარგი გზაა.

ითამაშეთ სხვადასხვა საახალწლო თამაშები

variety of foods on top of gray table

ნუ შეჩერდებით მხოლოდ ერთ აქტივობაზე, მრავალფეროვნებისთვის ითამაშეთ სხვადასხვა თამაშები. მაგალითად, მოაწყვეთ შეჯიბრი რომელ გუნდს უფრო განსხვავებული და ორიგინალური დეკორაციები ექნება საკუთარი სამუშაო სივრცისთვის ან ლანჩისთვის ყველა თანამშრომელმა ერთმანეთის მიერ მომზადებული ორცხობილები გაცვალონ და დააგემოვნონ.

დაჯილდოების დროა

man in black and white checked button up shirt holding black tablet computer

ძველის წლის დასასრულს ყოველთვის უნდა შეაჯამოთ გასული წელი, გაიხსენოთ: რა იყო რისკის შემცველი, დადებითი, უარყოფითი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის ჯილდო გადასცეთ. გამართეთ ცერემონია, კარნავალი, შეხვედრა, სადაც თუნდაც ნომინაციების სახით ყველა თანამშრომელს მცირე სამახსოვრო საჩუქარს გაუკეთებთ. ამით მათ მომავალი წლისთვის მეტ მოტივაციას მისცემთ.

თანამშრომლებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა აუცილებელია, ამით ისინი უფრო დააფასებენ საკუთარ საქმეს და კიდევ უფრო მეტად ეცდებიან იყვნენ უკეთესები, ვიდრე გასულ წელს.