fbpx
3D დიზაინის კურსი

3D დიზაინის კურსის შესახებ – ნოდო ნოზაძე

თარიღი: 4 May, 2021

,,არაერთხელ მიცდია YouTube ვიდეოებიდან სწავლა, თუმცა ვერ ვიღებდი იმ შედეგს, რაც მსურდა, კურსის შემდეგ კი დარწმუნებული გავხდი ჩემს შესაძლებლობებში. ვიცი, რასაც ვაკეთებ და ვიღებ სასურველ შედეგს.”

დღეს ნოდო ნოზაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ, მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში 3D დიზაინის კურსი გაიარა:

-მე ვარ..

მე ვარ ნოდო ნოზაძე, ციფრული არტისტი და გრაფიკული დიზაინერი. ამ ეტაპზე, ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

რამდენიმე წელია, რაც ჩემი ფანტაზიის ვიზუალიზაცია ციფრულ სამყაროში დავიწყე და ამ ეტაპზე ჩემი ინსტაგრამ გვერდი ” md__candy ” 500-მდე ნამუშევარს ითვლის.

-ჩემი ინტერესი 3D დიზაინის მიმართ..

ის რამაც 3D დიზაინისადმი ინტერესი და სწავლის სურვილი გამიჩინა ვფიქრობ, ვიდეო თამაშებია 3D დიზაინი შინაგანი სამყაროების პროექციის საშუალებას გაძლევს, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროცესია.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ჩემთვის ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან ურთიერთობა გრაფიკული დიზაინის კურსით დაიწყო, რაც თავის მხრივ დამეხმარა წარმატებული ნაბიჯები გადამედგა ამ სფეროში. ამ პერიოდის განმავლობაში, შევიძინე ახალი მეგობრები და უმეტესობასთან დღემდე აქტიური კონტაქტი მაქვს.

-შთაბეჭდილებები 3D დიზაინის კურსის შესახებ..

3D დიზაინის კურსმა საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა, ვისწავლე უამრავი, რამ რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნები ჩემი ლექტორის, საბა ხურციძის.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც 3D დიზაინის კურსმა მომცა..

ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შევიძინე სითამამე და თავდაჯერებულობაა. არაერთხელ მიცდია YouTube ვიდეოებიდან სწავლა, თუმცა ვერ ვიღებდი იმ შედეგს, რაც მსურდა, კურსის შემდეგ კი დარწმუნებული გავხდი ჩემს შესაძლებლობებში. ვიცი, რასაც ვაკეთებ და ვიღებ სასურველ შედეგს.

-ლექტორი…

საბა ხურციძე – ლექტორი, რომელიც მუდმივად ორიენტირებული იყო იმაზე, რომ თითოეულ ჯგუფის წევრს მაქსიმალური ცოდნა მიგვეღო, არ მახსენდება ლექციაზე დასმული კითხვა, რომელიც საბას უპასუხოდ დაუტოვებია.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

კურსის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე მომივიდა იდეა 3D მუზეუმის შესახებ. იდეა ვირტუალურ სივრცეზეა, სადაც გამოფენილი იქნებოდა ჩემი ან სხვა ხელოვანი ადამიანების ნამუშევრები, სივრცე სადაც გადაადგილება და ნამუშევრების დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს VR სათვალის საშუალებით.

კურსის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა გარკვეული მოდელის შექმნაზე და სანამ ფინალური ნაშრომის საბოლოო სახეს მიიღებდა უამრავი რამ შევცვალე, თუმცა ჩემი იდეის ბოლომდე განსახორციელებლად ჯერ კიდევ ბევრის სწავლა მომიწევს, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია.