ტატო ჯახუას ისტორია: აკადემიაში სწავლიდან აკადემიაში მუშაობამდე
თარიღი: 3 April, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ტატო ჯახუას ისტორიას, რომელმაც აკადემიაში Javascript-ისა და React-ის კურსი გაიარა, ახლა კი კომპანია GORBI-სთან ერთად სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მუშაობს JavaScript-ის კურსის მენტორის ასისტენტად.
მე ვარ ტატო ჯახუა 26 წლის Front-end Developer.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოხვედრა ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი ნაბიჯი იყო. აქ ჩემი მეგობრების რჩევით მოვხვდი და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში JavaScript-ისა და React-ის კურსი გავიარე. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსვლამდე გარკვეული ცოდნა მქონდა მიღებული, ძალიან მალევე ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე ვყოფილიყავი მოთხოვნადი Front-end Developer. ამ კურსებისა და მენტორის ფასდაუდებელი შრომის დახმარებით მე არა მხოლოდ განვივითარე ჩემი ტექნიკური უნარები, არამედ მხარი ავუბი თანამედროვე ტექნოლოგიებს და გავეცანი Web Development-ის საფუძვლებს.
ამჟამად, მე ვმუშაობ როგორც JavaScript-ის დეველოპერი და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი კომპანია GORBI-ში. ასევე ვარ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის JavaScript-ის კურსის მენტორის ასისტენტი.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში და ასევე გამხადა მოთხოვნადი Front-end Developer-ი ქართულ ბაზარზე.
ამ სფეროში დასაქმების მსურველებს ვურჩევ, არ შეუშინდნენ გამოწვევებს, იყვნენ დეტალებზე ორიენტირებულები და რაც შეიძლება მალე შემოვიდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, რადგან შიგნიდან ამის ნახვა ძალიან საინტერესოა.