fbpx
Talent Vibe-ში დასაქმების შესაძლებლობა

დასაქმების ახალი შესაძლებლობები: ციფრული ინდუსტრიის აკადემია და Talent Vibe დამეგობრდნენ

თარიღი: 24 July, 2025

“ციფრული ინდუსტრიის აკადემია” უკვე 7 წელზე მეტია სთავაზობს სტუდენტებს 50 კურსზე მეტს 6 მიმართულებით. ჩვენი მისიაა ექსპერტი მენტორებისა და მრავალფეროვანი გარემოცვის დახმარებით შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ხარჯზე მივცეთ ახალი შესაძლებლობები ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია პრაქტიკული და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა რეკრუტინგული კომპანია Talent Vibe-თან.

Talent Vibe-თან თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიის უკვე ორი კურსდამთავრებული დასაქმდა: კომპანია KPI Studio-ში გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ლანა დარჯანია და სოციალური მედიის მიმართულებით ზურა გამგებელი.

ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან კურსდამთავრებულების სტაჟირების მიმართულებითაც. კრეატიულ სააგენტო Kraken-თან ქოფირაითინგის, საერთაშორისო კომპანია Noxtton-თან UI/UX დიზაინის და FlowFlow Magazine-თან სოციალური მედიის და Adobe Premiere Pro-ის მიმართულებებით.