კურსი მონაწილეებს გააცნობს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სამყაროს საფუძვლებს, მის ფუნქციონირების პრინციპებსა და რეალურ გამოყენების შემთხვევებს. სტუდენტები შეისწავლიან ციფრული ვალუტების ევოლუციას, ტექნოლოგიას, რომელიც მათ ამოძრავებს, და სხვადასხვა კრიპტოაქტივის ტიპებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ უნარებს, რათა შეძლონ კრიპტოვალუტების ყიდვა, შენახვა, გაგზავნა და დაცვა. გაკვეთილები დაფუძნებულია როგორც თეორიაზე, ასევე პრაქტიკაზე და მოიცავს ბლოკჩეინის მუშაობის ლოგიკას, სხვადასხვა კონსენსუს მექანიზმებს, Web3 კონცეფციას, NFT-ს, DeFi-ს და ციფრული აქტივების მართვის საკითხებს. კურსის ბოლოს სტუდენტები შეძლებენ თავიანთი ცოდნის გამოყენებას ინდივიდუალურ პროექტში.
ლუკა ლომსაძე
Senior Product Manager
“ჩემი მიზანია, სტუდენტებს ბლოკჩეინისა და Web3-ის რთული მეთოდოლოგიები მარტივ და გასაგებ ენაზე ავუხსნა, რათა მათ ამ ცოდნის ეფექტურად გამოყენება შეძლონ — იქნება ეს კარიერული განვითარებისთვის თუ ყოველდღიური ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად”.
კრიპტო სფეროსთან პირველი შეხება ჰქონდა 2015 წელს, როდესაც საქართველოში
პირველად გამოჩნდა ქართული პლატფორმა, სადაც შეიძლებოდა ბიტკოინის ყიდვა/გაყიდვა. ამის შემდეგ აქტიურად დაინტერესდა კრიპტოს მიმართულებით და დაიწყო თავად ინდუსტრიის უკეთ შესწავლა და გამოყენება.
2020 წელს შეუერთდა eMoney/MyCoins-ის გუნდს, სადაც უკვე პროფესიულ დონეზე დაიწყო ინდუსტრიაში საკუთარი წვლილის შეტანა და ქართული ბაზრისთვის
კრიპტო პროდუქტების შექმნა.
ამის შემდეგ რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააფუძნა კომპანია – Ambry, რის შედეგადაც, 2023 წელს Forbes 30 under 30-ის ჯილდო მოიპოვა ფინანსების მიმართულებით. გარდა ამისა, იყო Mastering the blockchain – ის კვირეულის ერთ-ერთი სპიკერი.
შემდეგ იყო ლიბერთი ბანკი და MultiBank Group.
ამჟამად კი არის კრიპტო პროექტი – BabyDoge-ის Senior Product Manager-ი.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: eMoney, MyCoins, Liberty Bank, Coinet, MultiBank Group, Ambry, BabyDoge
რას მოიცავს: