fbpx

App მარკეტინგის კურსის აღწერა

App მარკეტინგი გულისხმობს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას, რათა ადამიანები ვაქციოთ ნებისმიერი აპლიკაციის ერთგულ მომხმარებლებად. ეს სფერო საკმაოდ მზარდია და შესაძლებლობას გვაძლევს ვიმუშაოთ, როგორც საქართველოში, ისე გლობალურ ბაზარზე.

კურსის განმავლობაში შენ ისწავლი App მარკეტინგის საფუძვლებს. გაიგებ, როგორ უნდა დაგეგმო და შექმნა აპლიკაციისთვის მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა საძიებო სისტემაში, სოციალურ ქსელებში, ისწავლი ანალიზის საფუძველზე მონაცემების ოპტიმიზაციას და მომხმარებლების ეფექტურ აქტივაციას.


მენტორები

ნიკა ჟღერია

APP მარკეტერი და ანტეპრენერი

“ჩემი მიზანია, მეტი უცხოური ციფრული პროექტი განხორციელდეს საქართველოდან.”

ციფრული მარკეტინგთან პირველი შეხება 2016 წელს ჰქონდა. უშუალოდ App მარკეტინგში საკუთარი თავი მაშინ გამოცადა, როდესაც მაკდონალდსმა საქართველოში პირველი აპლიკაცია ჩაუშვა და ამ პროექტზე მოუწია მუშაობა.

სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებზე (ახლო აღმოსავლეთის განხრით) თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, თუმცა უნივერსიტეტის მეორე კურსზე მიხვდა, რომ მარკეტინგი ძალიან აინტერესებდა და პარალელურად დაეუფლა ამ მიმართულებას.

მისი გამოცდილება მოიცავს 10+ წელს მარკეტინგულ პროექტებში. ამავდროულად 7 წლიან გამოცდილებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ჯამში უმართავს $5 დოლარის ბიუჯეტი სხვადასხვა ციფრულ არხში, ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის.

ამჟამად მუშაობს ავსტრიულ App Marketing სააგენტო App Radar-ში, UA მენეჯერად. ეხმარება დამკვეთებს საკუთარი აპლიკაციების სქეილინგში (ძირითადად ევროპის და ჩრდ.ამერიკის რეგიონში).

ნიკას პორტფოლიოში შეხვდებით მის ბიზნეს პროექტებს, მათ შორის: შეიკ კოკტეილსი, ლეწე rage room, 2cut, სარესტორნო ბიზნესი და სტარტაპი Vidoofood. 

სააგენტო Mr. Wolf-თან თანამშრომლობის პერიოდში მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის: McDonald’s, Efes, Account Ants, Migros (შვეიცარია), OutdoorActive (გერმანია), უკვე და ა.შ.

მისი ინდივიდუალური პროექტები App მარკეტინგის მიმართულებით: McDonald’s App და მისი In-app Game “მფრინავი”, Migros Merge, Outdooractive, Raiffeisen Bank, Repcount, Mettle და ა.შ.

სილაბუსი

Workshop 1 – UA

  • ●  UA-ს მნიშვნელობა აპპ მარკეტინგში
  • ●  ანალიტიკის ზოგადი მიმოხილვა და KPI-ები
  • ●  UA არხების და სტრატეგიების მიმოხილვა
  • ●  დავალება: აპლიკაციების კვლევა  

Workshop 2 – ბაზრის კვლევა და აუდიტორიები

  • ●  კვლევის ჩატარება და სამიზნე აუდიტორიები აპპ მარკეტინგისთვის
  • ●  იუზერ პერსონების შექმნა. ქცევის მიმოხილვა
  • ●  სტრატეგიის შექმნა აუდიტორიებზე დაყრდნობით

Workshop 3 – Apple Search Ads

  • ●  შესავალი ASA-ში და მისი როლი iOS აპლიკაციების UA-ში
  • ●  ექაუნთის და კამპანიების შექმნა და მათი მართვა
  • ●  ქივორდების მოძებნა და სასარგებლო ხელსაწყოები
  • ●  ქივორდების და ვიზუალების ოპტიმიზაცია, ბიდების მართვა

Workshop 4 – Meta Ads & Google Ads

  • ●  Facebook & Instagram რეკლამები UA-სათვის
  • ●  შესავალი Google Ads-ში და მისი როლი ანდროიდის აპპ-ების UA-ში
  • ●  ექაუნთის და კამპანიების შექმნა და მათი ოპტიმიზაცია
  • ●  თარგეთინგის და რე-თარგეთინგის სტრატეგიები
  • ●  დაუჯერე ალგორითმს – არ ტეხავს

Workshop 5 – TikTok/Snapchat Ads და კონფიდენციალურობა UA-ში

  • ●  შესავალი. ტიკტოკი და სნეფჩეტი როგორც UA არხი
  • ●  რა უნდა ტიკტოკს VS რა უნდა ქნა
  • ●  კონტენტის შექმნა და თარგეთინგის სტრატეგიები ან Thrash me if you can
  • ●  კონფიდენციალურობის რეგულაციები
  • ●  SKAD Network & Google Privacy Sandbox

Workshop 6 – Mobile Measurement Partners (MMPs)

  • ●  შესავალი MMP-ებში და მათი როლი აპპ მარკეტინგში
  • ●  ინტეგრაცია და სწორი თრექინგი
  • ●  Adjust/ Appsflyer / Firebase
  • ●  MMP ანალიტიკა და მასზე დაყრდნობილი ოპტიმიზაცია  

Workshop 7 – კონტენტ მარკეტინგი და ინფლუენსერ მარკეტინგი UA-ში

  • ●  კონტენტ მარკეტინგის გამოყენება აპპ-ისთვის აუდიტორიის მოსაზიდად
  • ●  კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბება
  • ●  ინფლუენსერების პლატფორმების გამოყენება აპპ მარკეტინგში
  • ●  იდენტიფიცირება და კოლაბორაცია
  • ●  ზემოქმედების გამოზვა UA-სა და Retention-ის კუთხით

Workshop 8 – ASO

  • ● ASO-ს მნიშვნელობა
  • ● ქივორდ რისერჩი და მეტადატა ოპტიმიზაცია
  • ● ASO Best Practice-ების იმპლემენტაცია პოზიციების გასაუმჯობესებლად
  • ● გუგლმა ეგრე მითხრა, მართლა

Workshop 9 – ოპტიმიზაციის ხერხები

  • ● გაზომვისა და ოპტიმიზაციის მნიშვნელოვანი ტექნიკები
  • ● მომხმარებლის ქცევის ანალიზი
  • ● იტერაციული ოპტიმიზაცია და A/B ტესტინგი, უკეთესი შედეგების მისაღებად

Workshop 10 – შედეგების ანალიზი

  • ● სტრატეგიები Retention-ის და LTV-ის გასაზრდელად
  • ● მომხმარებლის ჩართულობისა და Churn rate-ის ანალიზი
  • ● მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაცია და ლოიალურობა
  • ● Onboarding flow-ს ანალიზი

Workshop 11 – საერთაშორისო მარკეტი

  • ● საერთაშორისო და ლოკალური სტრატეგიები და გამოწვევები აპპ მარკეტინგში
  • ● კულტურული ნიუანსების გააზრება და ლოკალიზაციის მნიშვნელობა განსხვავებულ ბაზრებზე
  • ● საერთაშორისო გამოცდილების მქონე აპპ მარკეტერი სტუმრად

Workshop 12 – ფინალური პროექტი

  • ● ფინალური პროექტი და პრეზენტაციები


მენტორები