header-logo
header-logo
Angular-ის კურსი

Angular-ის კურსი

2 თვე
ONLINE

Angular-ის კურსის მიზანია სტუდენტმა აითვისოს Frontend დეველოპმენტის საფუძვლები. კერძოდ, შეისწავლოს Angular ფრეიმვორკი, ნახოს მისი საჭიროება და შესაძლებლობა ვებ-აპლიკაციის შექმნაში.


პირველივე შეხვედრის შემდეგ, წარმოდგენა შეგექმნება თუ რა დანიშნულება აქვს ფრეიმვორკს, როგორ ხდება მისი გამოყენება, მართვა. შემდეგ კი გაეცნობი ერთ-ერთი პოპულარული front-end ფრეიმვორკს - ანგულარს. 


პრაქტიკული ვორქშოპის გარდა, რაც სესიების ძირითადი ნაწილია, ასევე ყურადღება დაეთმობა თეორიულ ცოდნასაც, თუ რა უპირატესობა/მსგავსება აქვს ანგულარს სხვა წამყვან ფრეიმვორკებთან შედარებით, რა მეთოდები უნდა იცოდე მასთან სამუშაოდ. 


კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებებს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს შენს ჩართულობას ლექციების მსვლელობისას და ამასთანავე დაგეხმარება გამოიმუშავოს კოდის წერის დამოუკიდებელი უნარები. 


დასკვნით ნაწილში, შენ დავალებად მოგეცემა შექმნა მარტივი, მოქნილი პორტფოლიო პროექტი, რომელიც დაგეხმარება კარიერული წინსვლისთვის.

რატომ უნდა ისწავლო Angular ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის Angular-ის კურსი საშუალებას გაძლევს დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად Front-end Framework-ს პრაქტიკულ და თანამედროვე მიდგომით. 


სწავლება ტარდება გამოცდილ მენტორებთან — ნიკოლოზ კვაჭანტირაძესთან და ანა მოციქულაშვილთან, რომლებიც მოქმედი Angular დეველოპერები არიან და სტუდენტებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას უზიარებენ. 


კურსი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკულ უნარებზე. 


სტუდენტები მიიღებენ ცოდნას, რომელიც პირდაპირ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ ექნებათ უნარი დამოუკიდებლად შექმნან და განავითარონ ვებაპლიკაციები Angular-ის გამოყენებით. 


გარდა ამისა, კურსი უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს, თანამედროვე სასწავლო პროგრამას და ინდივიდუალურ მხარდაჭერას, რაც სტუდენტებს კარიერული ზრდისთვის სოლიდურ საფუძველს აძლევს.

რას ისწავლი Angular-ის კურსზე?

კურსი სრულად მოიცავს Angular-ის ძირითად და მოწინავე თემებს — დაწყებული კომპონენტების, დეკორატორების და მონაცემთა ბაინდინგის საფუძვლებიდან, დასრულებული რაუტინგით, სერვისებით, Dependency Injection-ითა და RxJS ბიბლიოთეკით. 


სტუდენტები შეისწავლიან ფორმების მართვასა და ვალიდაციას, HTTP მოთხოვნებთან მუშაობას, Observable-ების გამოყენებას, Custom Pipes-ისა და Directives-ის შექმნას, ასევე Lazy Loading-ისა და მოდულარული არქიტექტურის დანერგვას. 


კურსის ბოლოს სტუდენტები გაეცნობიან TypeScript-ის პრაქტიკულ ასპექტებს, ისწავლიან პროექტის სტრუქტურირებასა და ოპტიმიზაციას, რათა შეძლონ პროფესიულ დონეზე აპლიკაციების წარმოება და მართვა.



ვისთვის არის განკუთვნილი Angular-ის კურსი?

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე ფლობს HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნას და სურს მომდევნო საფეხურად დაეუფლოს Angular-ს, როგორც თანამედროვე Front-end Framework-ს. 


ის შესაფერისია დამწყები და პრაქტიკოსი Front-end დეველოპერებისთვის, რომლებიც კარიერულ წინსვლას ან პროექტების უფრო ეფექტურად მართვას ისახავენ მიზნად. 


ასევე, კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს შექმნას დინამიკური, ინტერქტიული და მაღალი წარმადობის მქონე ვებაპლიკაციები, ან დაეწყოს კარიერა Angular დეველოპერის პოზიციაზე.




FAQs:


  • რა არის Angular და რისთვის გამოიყენება? - Angular არის თანამედროვე Front-end Framework, რომელიც გამოიყენება დინამიკური და მასშტაბირებადი ვებაპლიკაციების შესაქმნელად.

  • საჭიროა თუ არა პროგრამირების გამოცდილება Angular-ის კურსზე მოსახვედრად? - კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო გამოცდილება ვებ პროგრამირებაში და სურს შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა.

  • რამდენ ხანს გრძელდება Angular-ის კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე და მოიცავს 14 ინტენსიურ ლექციას.

  • მივიღებ თუ არა სერთიფიკატს კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატს მიიღებ.

  • სად შემიძლია მუშაობა Angular-ის ცოდნით? - Angular-ის ცოდნით შეგიძლია იმუშაო Front-end დეველოპერად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში.

განრიგი

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

ზურა ჯელაძე

: 21 იან. 2026

მე ვარ ზურა ჯელაძე, ვებ დეველოპერი და ლექტორი BTU-ში. 


ამ სფეროში ვარ 2021 წლიდან და გავლილი მაქვს 20-ზე მეტი სასწავლო კურსი სხვადასხვა მიმართულებით: ვებ დეველოპმენტი, თამაშების დეველოპმენტი, დესკტოპ დეველოპმენტი, მობაილ დეველოპმენტი – iOS Swift, CompTIA A+, ღრუბლოვანი სერვისები, გრაფიკული დიზაინი და სხვა.


ამჟამად ვარ სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვმუშაობ Angular დეველოპერად ფრილანსზე, ასევე მაქვს საკუთარი კურსი, სადაც ინდივიდუალურად ვამზადებ.


მიმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: UniLab Dictionary, SportRate და Tesla Parts - E-commerce. 


რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:


არ ფოკუსირდე მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე, ეს მართალია მთავარი, მაგრამ შენი ერთი კომპონენტია.  ისწავლე ეფექტური კომუნიკაცია, განავითარე თავი მრავალმხრივ, შეიძინე ახალი, სრულიად უცხო უნარები.


2 თვე
ONLINE
,
19:00 - 22:00

სილაბუსი

რას ისწავლი
  • ანგულარის კონცეპტუალური განხილვა
  • Git და node ის დაყენება
  • Angular cli
  • პროექტის სტატიკური ფაილები
  • Typescript Types სისტემა , ინტერფეისები
  • Bootstrap Angular app
  • App module

მზად ხარ?

კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს

      მზად ხარ?

      კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს

          კარიერული განვითარების შესაძლებლობები

          დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

          გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

          Partner Logo 1
          Partner Logo 2
          Partner Logo 3
          Partner Logo 4
          Partner Logo 5
          Partner Logo 6
          560
          700
          21 იან. 2026

          დაგვიკავშირდი