fbpx

კურსის შესახებ:
კურსის განმავლობაში გაეცნობი Generative AI-ის, ჩატბოტებისა და AI აგენტების საფუძვლებსა და ისწავლი მათ პრაქტიკულ გამოყენებას.

შეძლებ No-Code პლატფორმებზე ჩატბოტის აწყობას, ბოტის ტონის მართვასა და knowledge-bot-ის შექმნას.

გაიგებ, როგორ დაუკავშირო ჩატბოტი გარე სერვისებს API-ს მეშვეობით, გამოიყენო ხმოვანი და სხვა ფუნქციები და განათავსო ის რეალურ არხებში.

კურსის დასრულების შემდეგ

  • შეძლებ, დამოუკიდებლად ააწყო და განათავსო ჩატბოტები და AI აგენტები სხვადასხვა პლატფორმაზე;
  • გეცოდინება, როგორ გამოიყენო No-Code ინსტრუმენტები, API ინტეგრაციები და Responsible AI პრინციპები პრაქტიკაში;
  • შეძლებ, კარიერულად განვითარდე, როგორც AI ჩატბოტებისა და აგენტების შექმნის სპეციალისტი.

რას ისწავლი კურსზე?

კურსის განმავლობაში გაეცნობი Generative AI-ის, ჩატბოტებისა და AI აგენტების საფუძვლებსა და ისწავლი მათ პრაქტიკულ გამოყენებას. შეძლებ No-Code პლატფორმებზე ჩატბოტის აწყობას, ბოტის ტონის მართვასა და knowledge-bot-ის შექმნას. გაიგებ, როგორ დაუკავშირო ჩატბოტი გარე სერვისებს API-ს მეშვეობით, გამოიყენო ხმოვანი და სხვა ფუნქციები და განათავსო ის რეალურ არხებში.


ვისთვის არის ეს კურსი?

ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს გაიგოს და პრაქტიკაზე ისწავლოს, როგორ მუშაობს Generative AI, ჩატბოტები და AI აგენტები.


მენტორი

ირაკლი ქერდიყოშვილი

ციფრული მმართველობისა და ტრანსფორმაციის უფროსი მენეჯერი

მე ვარ ირაკლი ქერდიყოშვილი – ციფრული მმართველობისა და ტრანსფორმაციის უფროსი მენეჯერი

AI-ის და ტექნოლოგიების მიმართ ჩემი ინტერესი 2017 წელს დაიწყო, როდესაც გუნდთან ერთად ჩავერთე მანქანური სწავლების სატესტო პროექტებში. შევქმენით საწყისი პროტოტიპები, რომლებმაც სწრაფად წარმოაჩინა ტექნოლოგიის პრაქტიკული ღირებულება და მიიქცია ისეთი კომპანიების ყურადღება როგორიცაა Nvidia,Google და Microsoft. სწორედ ამ გამოცდილებამ განსაზღვრა AI როგორც ჩემი პროფესიული ფოკუსის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

ამჟამად ვარ Silknet JSC-ის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი.

მიმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Google Cloud, Youtube, Silknet.com და MySilknet აპლიკაცია.

რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:

არ დაელოდოთ სრულყოფილ მომენტს — დაიწყეთ ახლავე. ყველაზე დიდი პროგრესი მოდის მაშინ, როცა გადაწყვეტილებისას თან ახლავს რისკი. ამ დროს არამხოლოდ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სწავლობ ,არამედ პროცესითაც დიდ სიამოვნებას იღებ.

სილაბუსი

Workshop 1: Generative AI, Chatbots და Agents — შესავალი

თემები:

  • რა არის AI, Generative AI და LLM.
  • Chatbot როგორც AI აგენტის ერთ-ერთი ფორმა.
  • რეალური მაგალითები: ChatGPT, Replika, Character.ai, AutoGPT.
  • Chatbot vs Agent – განსხვავება.

პლატფორმა: OpenAI Playground

აქტივობები:

  • პირველი prompt-ების ცდა Playground-ში.
  • პასუხის სტილის შეცვლა (official vs friendly).

Workshop 2: პირველი No-Code Chatbot

თემები:

  • Rule-based vs AI-based ბოტები.
  • რა არის Conversational Flow.
  • Chatbot-ის UX დიზაინის ძირითადი პრინციპები.

პლატფორმა: Voiceflow (Free Tier)

აქტივობები:

  • მარტივი FAQ ბოტის აწყობა drag & drop flow-ს პრინციპით.

Workshop 3: Prompt Engineering — აგენტის „ინსტრუქციების დიზაინი“

თემები:

  • Prompt ტიპები: role prompting, context prompting, style control.
  • Tokens და Temperature – მნიშვნელობა.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი მკაფიო ინსტრუქციები.

პლატფორმა: OpenAI Playground + Voiceflow

აქტივობები:

  • ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვა prompt-ით (role: „მასწავლებელი“, „კომედიანტი“).
  • Voiceflow-ში prompt-ის ინტეგრაცია.

Workshop 4: Grounding (RAG) — Knowledge Bots

თემები:

  • LLM-ის „hallucination“ პრობლემა.
  • Grounding = „ბოტი პასუხობს რეალურ წყაროზე დაყრდნობით“.
  • Retrieval-Augmented Generation (RAG) მარტივად.

პლატფორმა: ChatPDF (Free) / Vertex AI Search (Google Cloud Free Tier).

აქტივობები:

  • საკუთარი PDF-ის ატვირთვა (მაგ. სასწავლო პროგრამა, პროდუქტის სახელმძღვანელო).
  • ბოტის პასუხები მხოლოდ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით.

Workshop 5: Agents with Tools — Function Calling

თემები:

  • რა არის AI Agent: „გაანალიზე → გადაწყვიტე → იმოქმედე“.
  • Function Calling = ბოტი იყენებს API-ს.
  • მაგალითები: ამინდის პროგნოზი, კალენდარი, თარგმნა.

პლატფორმა: Voiceflow + Zapier (Free Tier).

აქტივობები:

  • ამინდის API-ს მიერთება Voiceflow-ში.

Workshop 6: Voice & Multimodal Agents

თემები:

  • Speech-to-Text (STT) და Text-to-Speech (TTS) პრინციპები.
  • Multimodal input/output — ტექსტი, ხმა, სურათი.
  • სად გამოიყენება voice/chat აგენტები (call centers, assistants).

პლატფორმა: Botpress Cloud + OpenAI Whisper (STT) + TTS.

აქტივობები:

  • Botpress-ში ხმოვანი ჩატბოტის აწყობა.
  • ტესტი: ბოტს ველაპარაკებით ხმაში → პასუხობს ხმაში.

Workshop 7: Deployment — აგენტი რეალურ არხში

თემები:

  • სად შეიძლება აგენტების გამოყენება: ვები, Telegram, WhatsApp, Slack.
  • ინტეგრაციის UX საკითხები: latency, response time, ხელმისაწვდომობა.
  • უსაფრთხოების მინიმალური წესები.

პლატფორმა: Voiceflow / Botpress → Web widget ან Telegram integration.

აქტივობები:

  • ბოტის გაშვება ერთი არხით (მაგ. Telegram Bot ან Web demo widget).

Workshop 8: Responsible AI + Capstone Project

თემები:

  • Responsible AI პრინციპები:
    • Bias და ეთიკა.
    • მონაცემთა კონფიდენციალურობა.
    • პასუხისმგებლობა პასუხების ხარისხზე.
  • ტესტირება: happy path vs sad path.

პლატფორმა: სტუდენტის საკუთარი პროექტი.

აქტივობები:

  • Capstone აგენტის ტესტირება და პრეზენტაციის მომზადება.