fbpx

კურსის აღწერა

კურსი მონაწილეებს გააცნობს ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპებს და გამოყენების მაგალითებს. ასევე, კურსი სტუდენტებს მისცემს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან ეფექტურად მუშაობის და საკუთარ საქმეში ინტეგრირებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს. კურსი დაფარავს ხელოვნური ინტელექტის მოკლე ისტორიას, მუშაობის პრინციპებს, სხვადასხვა სექტორებში და ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევებსა და AI ინსტრუმენტებთან სამომხმარებლო დონეზე ეფექტურად მუშაობის საკითხებს.

მენტორი

გიგი გიორგაძე

ტექნოლოგიების და პროდუქტის მენეჯერი

“ჩემი მიზანია, საქართველოში ადამიანებმა და ბიზნესებმა საუკეთესოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფი განვითარებისთვის”.

გიგი გიორგაძე არის კომაროვის სკოლისა და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი. 

ხელოვნურ ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების ფუნდამენტურად სწავლა 2022 წელს, ChatGPT-ის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მანამდე სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც პროგრამირებასთან და მათემატიკასთან მუდმივი შეხება ჰქონდა, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტზე და მონაცემთა ტექნოლოგიებზე ფოკუსირება სწორი აღმოჩნდა, რადგან მალევე დაიწყო AI-ის განვითარების ახალი ტალღა, რისთვისაც მომზადებული უკვე იყო.

ამ სფეროშია 2022 წლიდან. მუშაობდა საქართველოს ბანკში ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში. იყო GAIA-ს დირექტორი და Skillwill-ის აღმასრულებელი დირექტორი

ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას, რომელიც საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების შესახებ ცოდნის, ინფორმირებულობისა და ამ ტექნოლოგიების ათვისების დონის გაზრდაზე მუშაობს სხვადასხვა პარტნიორთან ერთად. ასევე მუშაობს ბრიტანულ სტარტაპთან და LBS-თან მონაცემთა ტექნოლოგიების საკონსულტაციო პროექტებში.

ანა ჯანელიძე

AI Solutions Consultant

“ჩემი მიზანია, სტუდენტების ხელოვნურ ინტელექტთან დამეგობრება”.

ამ სფეროში არის 2021 წლიდან, როდესაც მუშაობა დაიწყო კომპანია MaxinAI-ში AI პროექტების მენეჯერად.

ბაკალავრიატი დაამთავრა ISET-ში ეკონომიკის განხრით და აქვს Certified Scrum Master-ისა და (Scrum.org) და Certified Cloud Practitioner-ის (AWS) სერტიფიკატები. 

ამჟამად არის AI Solutions Consultant კომპანია V7-ში და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ვიცე-თავმჯდომარე. 

უმუშავია ისეთ ბრენდებზე როგორებიცაა: Meta, Toshiba, Sony, Netflix. 

ინდივიდუალური პროექტები: GAIA – Georgian AI Association. 

სილაბუსი

Workshop 1 – AI-ის ამბავი

  • Session Objective: ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპების განსაზღვრა
  • Teaching Topic: ხელოვნური ინტელექტის მოკლე ისტორია, მუშაობის პრინციპები და კომპონენტები, განვითარების ტენდენციები
  • Workshop Activities: მაგალითების გარჩევა და AI-ის გამოყენების იდენტიფიცირება, ჯგუფური დისკუსია
  • Assignment: ერთი ქართული და ერთი საერთაშორისო კომპანიის/პროდუქტის მოკლე ანალიზი, რომელიც იყენებს AI-ს და რომელსაც თავად იყენებს მონაწილე

Workshop 2: AI ბიზნესში და AI ყოველდღე

  • Session Objective: ხელოვნური ინტელექტის მიერ ბიზნეს ღირებულების შექმნის პრინციპების იდენტიფიცირება
  • Teaching Topic: ხელოვური ინტელექტის სხვადასხვა სექტორებში და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტისთვის გამოყენების ქეისების განხილვა, მათ შორის საქართველოში; პროდუქტიულობის გაზრდისთვის ხელოვნური ინტელექტის პირად ასისტენტად გამოყენების მაგალითების და ინსტრუმენტების განხილვა
  • Workshop Activities: TBD
  • Assignment: N/A

Workshop 3: პროპმპტის ინჟინერია და ვიზუალური კონტენტის შექმნა

  • Session Objective: GenAI-ისთან ეფექტურად მუშაობა ტექსტური და ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად
  • Teaching Topic: ChatGPT-ის და Claude-ის მუშაობის პრინციპების მიმოხილვა, სხვადასხვა ტიპის პრომპტები და მათი ეფექტურობა, Midjouerny-ში და Dall-E-ში მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები
  • Workshop Activities: სხვადასხვა დავალებების ლაივ რეჟიმში შესრულება
  • Assignment: პროექტი 1

Workshop 4 : E-commerce და სოციალური მედია: რეკომენდაციული სისტემები და პერსონალიზაცია

  • Session Objective: AI-ის და რეკომენდაციული სისტემების ბიზნესში გამოყენების შესწავლა
  • Teaching Topic: რეკომენდაციული სისტემები და მათი გამოყენება იკომერსში და სოციალურ მედიაში, მათი მუშაობის პრინციპები და ბიზნეს ღირებულება, მარტივი ამოცანების გადაწყვეტა no-code/low-code ინსტრუმენტებით
  • Workshop Activities: TBD
  • Assignment: TBD


Workshop 5 : ყოველდღიური თასქების ავტომატიზაცია AI + Zapier

  • Zapier-ის შესავალი და როგორ აკავშირებენ ინსტრუმენტებს ერთმანეთთან, როგორიცაა Gmail, Google Sheets, ChatGPT
  • შექმენით მარტივი ავტომატიზაცია: როდესაც ვინმე ავსებს Google ფორმას, შეაჯამეთ პასუხები ChatGPT-ის გამოყენებით და ელფოსტით
  • ბიზნესის ავტომატიზაციის გამოყენების შემთხვევები: ავტომატური პასუხი ელფოსტაზე, შეხვედრის ჩანაწერების გენერირება და ა.შ.



Workshop 6 :  AI-ის გამოყენება მონაცემთა ანალიზისა და გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის

  • CSV/Excel ფაილის დამუშავება ChatGPT-ით
  • ტენდენციების მოძებნა, მონაცემების შეჯამება ან კითხვებზე პასუხი
  • ცალკეული შემთხვევები: ბიუჯეტის მიმოხილვა, გაყიდვების ტენდენციები, ბაზრის ძირითადი კვლევა



Workshop 7 : Voice AI – შექმენით პოდკასტები, აუდიოწიგნები და ასისტენტები

  • ტექსტის გადაქცევა მაღალხარისხიან მეტყველებად
  • პოდკასტის გახმოვანება, პროდუქტის რეკლამა ან მომხმარებელთა მომსახურების სკრიპტი
  • ბონუსი: სხვადასხვა ხმები ან ენა, სხვადასხვა გამოყენების შემთხვევები


Workshop 8 : სკრიპტიდან სპიკერამდე – AI ვიდეოს შექმნა Synthesia-ით

  • ჩაწერეთ სკრიპტი ChatGPT-ით
  • გამოიყენეთ Synthesia, რომ გადააქციოთ ის მოლაპარაკე ვიდეოდ
  • რეალური გამოყენების შემთხვევები: შიდა კომისია, ტრენინგი, პიჩინგი