fbpx

Motion Design (Adobe After Effects)

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe After Effects-ის პარამეტრებს ნულიდან. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობი ანიმაციის ძირითად პრინციპებს. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სარეკლამო ვიდეო, ახსნითი ანიმაციური ვიდეო (Explainer), ტექსტისა და ლოგოს ანიმაცია.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ გადადგა პირველი ნაბიჯები ამ სფეროში, დაიწყო ფრილანს კარიერა ან დასაქმდე მოუშენ დიზაინერად.

კურსის მენტორები

ნიკოლოზ ჯალაღონია

მოუშენ დიზაინერი და ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებს მეტი სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდო.“

2012 წლიდან ქმნის, როგორც მოძრავი, ასევე სტატიკური გამოსახულებების დიზაინს. 2014 წელს მუშაობა დაიწყო ვიდეო ედითინგის მიმართულებით. 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით 2015 წელს მონაწილეობას იღებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში. 

2016 წლიდან სრულად გადაერთო ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის სფეროში. მოუშენ დიზაინის კუთხით გაიარა საერთაშორისო კურსები.

მისი გამოცდილება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ვიდეო მონტაჟი, 3D ტექსტებისა და ობიექტების ანიმაცია, 2D პერსონაჟის ანიმაცია, სარეკლამო მოუშენი.

2019 წლიდან აკადემიური საქმიანობაც შეითავსა და მოუშენ დიზაინის მენტორი გახდა.

მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ კომპანიებს: It Academy Step Georgia, BPN Georgia, რესტორანი “რიგი”, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, გასტრონავტი და სხვა.

ამჟამად არის ფრილანსერ დიზაინერი და მუშაობს საკუთარ პროექტებზე ანიმაციის კუთხით.

მიხეილ მათიაშვილი

მოუშენ დიზაინერი და ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებს გადავცე ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარებათ შექმნან ტექნიკურად სწორი ანიმაცია.“

2017 წელს დაამთავრა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია – სამოქალაქო მენეჯმენტის და სამხედრო საერთო საჯარისო მართვის ბაკალავრის ხარისხით. 

მოგვიანებით გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედებით ინდუსტრიაში მოესინჯა. 2020 წელს ტელევიზია იმედში გაიარა პროდიუსინგის და მარკეტინგის კურსი.

Მუშაობდა სარეკლამო კომპანია ,,Matter” – ში, მოუშენ დიზაინერის პოზიციაზე.

2020 წლიდან დღემდე არის სატელევიზიო სფეროში, როგორც მოუშენ დიზაინერი და სამონტაჟო ჯგუფის უფროსი.

უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: თეგეტა მოტორსი, ბილაინი, ავერსი, ციტადელი, ბრიკორამა, სეტანტა, ადლი, ბაზის ბანკი, M2, M3, თეთრი კვადრატი, კრედო ბანკი და ა.შ.

შთაბეჭდილებები

რა არის მოუშენ დიზაინი?

Motion Graphic Design (After Effects CC)-ის სილაბუსი

Workshop 1

  • პროგრაგმის ინტერფეისის მიმოხილვა და მორგება
  • კომპოზიციის შექმნა,რეზოლუციები და პრესეტები
  • Shape Layer – ის გაცნობა
  • მარტივი ანიმაციის შექმნა Shape layer -ებისა და Keyframe – ების გამოყენებით

Workshop 2

  • Keyframe – ების ტიპები ( Linear & Bezier ) და მათი გამოყენების მეთოდები
  • Motion Path – მოძრაობის განსაზღვრა ( მათემატიკური რიცხვითი მნიშვნელობა ) და სიჩქარის კონტროლი
  • Graph Editor – სიჩქარის გრაფიკებთან მუშაობა
  • Null Object & Parent Pick Whip – ით ობიექტების დაკავშირება

Workshop 3

  • ტექსტი და მისი მახასიათებლები
  • ანიმირება არსებული მზა ანიმაციებით და მისი კორექტირება
  • ტექსტის მანუალური ანიმირება 
  • რა არის ნიღაბი და Track matte და როგორ ვიყენებთ მას ანიმაციის დროს

Workshop 4

  • Trim Path, Repeater სიმულატორები 
  • Pre-compose – პრე-კომპოზიცირება

Workshop 5

  • Expressions – სკრიპტების გამოყენებით ანიმაცია
  • Motion Tool 2 – სკრიპტის ინსტალაცია, მიმოხილვა და გამოყენება
  • Animation Composer 3 – ჩანართის ინსტალაცია, განხილვა და გამოყენება

Workshop 6

  • ილუსტრატორის ფაილების იმპორტირება და ანიმაცია
  • პერსონაჟის მარტივი ანიმაცია ( სკრიპტის გარეშე )
  • Puppet pin Tool – ით პერსონაჟის მარტივი ანიმაცია

Workshop 7

  • 3D სივრცეში მუშაობის საფუძვლები
  • 3D კამერის გამოყენების მეთდები
  • განათების ტიპები და მათი გამოყენების მეთოდები

Workshop 8

  • Video Co-Pilot – ის ინსტალაცია
  • 2D ვექტორის 3D obj მოდელად გარდაქმნა და მისი მარტივი ანიმირება

Workshop 9

  • SFX – ხმების გამოყენება
  • ხმის ბალანსი და ანიმაცია
  • ექსპორტი, კოდეკები და კონტეინერები

Workshop 10

  • ფინალური ნამუშევრის შერჩევა
  • ანიმაციის მიმდინარეობის დეტალები და მიმოხილვა
  • სარეკლამო ვიდეოს ბრიფის განხილვა

Workshop 11

  • საჭირო ეფექტებისა და პრესეტების მიმოხილვა და მათი გამოყენება
  • Fractal Noise და მისი გამოყენება
  • სარეკლამო ვიდეოს ბრიფის განხილვა

Workshop 12

  • ფინალური ბრიფის განხილვა, დეტალიზაცია