header-logo
header-logo
3D დიზაინი

3D დიზაინი

1 თვე
Online

3D დიზაინი არის სამგანზომილებიანი სამყაროს შექმნის ხელოვნება, სადაც იდეები ცოცხლდებიან ფორმით, ფერითა და მოძრაობით.


3D დიზაინერი ქმნის ობიექტებს, სივრცეებსა და ანიმაციებს, რომლებიც რეალურს ჰგავს, მაგრამ მთლიანად ციფრულად არის შექმნილი.


3D დიზაინი გამოიყენება ფილმებში, რეკლამებსა და თამაშებში, სადაც ვიზუალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


3D დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ გადააქციო მარტივი იდეა შთამბეჭდავ სამგანზომილებიან პროექტად. 


რატომ უნდა აირჩიო 3D დიზაინის კურსი?

თუ გსურს, შენი კრეატიული იდეები სამგანზომილებიან სივრცეში გაცოცხლდეს, მაშინ 3D დიზაინის კურსი შენთვისაა. 3D მოდელირება გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა უნიკალური ობიექტები, გარემო და პერსონაჟები - იქნება ეს ფილმისთვის, რეკლამისთვის თუ თამაშისთვის. 


ეს პროფესია აერთიანებს ხელოვნებასა და ტექნოლოგიას, რაც 3D დიზაინს დღევანდელ ვიზუალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.


რას ისწავლი კურსზე

კურსის განმავლობაში ისწავლი სამგანზომილებიან გრაფიკაზე მუშაობას.


დაეუფლები საბაზისო ტექნიკას, რომლის ცოდნაც აუცილებელია 3D რენდერის შესაქმნელად.


ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე - გამოცდილი დიზაინერებისთვის, რომლებსაც უნდათ დაეუფლონ 3D დიზაინს.


მენტორის შესახებ:


გიორგი ოქროპირიძე, 3D სპეციალისტი


2017 წლიდან ვმუშაობ მოუშენ გრაფიკის სფეროში. ბოლო 2 წელია კი ჩემი საქმიანობა მოიცავს 3D ანიმაციას და რენდერს.   


ამჟამად ვარ ფრილანსერ 3D სპეციალისტი.


მიმუშავია, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე, მათ შორის: BMW USA, DIOR, Assetto Corsa, კონრად ადენაუერის ფონდი და ა.შ.


რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:


არ შეგეშინდეს რთული ინტერფეისის, უმარტივესია


FAQs

  • რა პროგრამებს ვსწავლობთ 3D დიზაინის კურსზე? - 3D დიზაინის კურსის განმავლობაში ნულიდან დაეუფლები Cinema 4D-ს და სარენდერო პროგრამას Octane Render

  • რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 1 თვე გრძელდება და 10 ლექციას მოიცავს

  • არის თუ არა საჭირო წინასწარი გამოცდილება? - 3D დიზაინის კურსის გასავლელად არანაირი წინასწარი გამოცდილება არ დაგჭირდება

  • სად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ გახდე ფრილანსერი ან დაიწყო მუშაობა სარეკლამო სააგენტოებში, ტელევიზიასა და გეიმდეველოპმენტ სტუდიებში. შეგიძლია დასაქმდე როგორც 3D არტისტი, მოძრავი გრაფიკის დიზაინერი ან ვიზუალიზაციის სპეციალისტი.

განრიგი

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

გიორგი ოქროპირიძე

: 25 დეკ. 2025

3D სპეციალისტი

2017 წლიდან მუშაობს მოუშენ გრაფიკის სფეროში. ბოლო 2 წელია მისი საქმიანობა მოიცავს 3D ანიმაციას და რენდერს.    
      

მუშაობდა ტელეკომპანია ,,ფორმულაში“, მოუშენ გრაფიკოსის პოზიციაზე. ამჟამად არის ფრილანსერ 3D სპეციალისტი.

უმუშავია, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე, მათ შორის: BMW USA, DIOR, Assetto Corsa, კონრად ადენაუერის ფონდი და ა.შ

1 თვე
,
20:00 - 22:00

სილაბუსი

რას ისწავლი
  • 3D გრაფიკის პერსპექტივა და შინაარსი
  • 3D გრაფიკის როლი, სოციალურ მედიაში ტელე გადაცემებსა და კინო ინდუსტრიაში
  • განსხვავება 2D და 3D გრაფიკას შორის
  • საჭირო იდეების მოძიება და კრეატიული მიდგომები
  • პირველი შეხება Cinema 4D-სთან (ინტერფეისის შესწავლა და პარამეტრების კონფიგურაცია)

მზად ხარ?

კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს

  • გრაფიკული დიზაინის კურსი
  • I7
  • RAM 16 - 32
  • ვიდეო ბარათი - 2GB

მზად ხარ?

კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს

  • გრაფიკული დიზაინის კურსი
  • I7
  • RAM 16 - 32
  • ვიდეო ბარათი - 2GB

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Partner Logo 1
Partner Logo 2
Partner Logo 3
Partner Logo 4
Partner Logo 5
Partner Logo 6
600
25 დეკ. 2025

დაგვიკავშირდი