fbpx

WordPress-ის კურსი

WordPress კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს საკუთარი ძალებით ააწყოს ვებგვერდი. ეს შეიძლება იყოს, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საკუთარი კომპანიის, თუ ბიზნეს იდეისათვის ააწყოს ვებგვერდი, გამართოს საკუთარი ონლაინ საკომუნიკაციო არხი, ბლოგი, მაღაზია, პორტფოლიო განივითაროს ვებ დიზაინის აწყობის უნარები და ა.შ

WordPress კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და შესაბამისად კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ვებგვერდი და ცოდნა, რომელზე დაყრდნობითაც შეძლებთ ვებგვერდის შექმნას, საკუთარი ან სხივის აწყობილი საიტების მართვას და მათში ტექნიკური სახის ცვლილებების შეტანას.

WordPress კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

  • ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები;
  • WordPress-ის ძრავთან მუშაობა, SQL მონაცემთა ბაზის შექმნა, ინსტალაცია, ოპტიმიზაცია, დებაგინგი. C-panel -ზე ნავიგაცია და ძირითადი მახასიათებლების ცოდნა;
  • WordPress-ის ბაზაზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა;
  • WordPress -ის თემების ინსტალაცია, მოდიფიკაცია, დემოს შემოტანა და ცვლილებების შეტანა, საკუთარი დიზაინის შექმნა;
  • WordPress -ის ძირითადი ფლაგინების ინსტალაცია, მოდიფიკაცია;
  • დასახული მიზნებისთვის სწორი გადაწყვეტის პოვნა, სწორად შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება სასურველი პასუხების საპოვნელად;
  • WordPress -ის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
  • WordPress -ის ბაზაზე შექმნილი ვებგვერდის მართვა;
  • გარე წყაროებთან და კოდებთან მუშაობა;
  • საბაზისო HTML5/CSS3/JS;
  • ბრაუზერის დებაგინგი;
  • სასწავლო რესურსებისა და მასალების გაცნობა ცოდნის გაღრმავებისთვის;
  • კომერციული საიტის აწყობა;
  • ონლაინ მაღაზიის კატალოგის შექმნა, მართვა, ოპეტიმიზაცია;
  • ძებნის, რეკლამირების, მარკეტინგის ძირითადი პრინციპები.

WordPress-ის კურსის სილაბუსი

ლექცია 1

ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და მიმოხილვა.

  • ინტერნეტი და WEB;
  • პროგრამული ენები, ფრეიმვორქები, ძრავები და მათი განვითარება;
  • ვიზუალური კომუნიკაციის მოკლე ისტორია;
  • რა არის დიზაინი;
  • ვებდიზაინის ძირითადი ელემენტები;
  • ვებგვერდის სტრუქტურა;
  • ვებგვერდის ბადე (grid);
  • როგორ ვიწყებთ საიტზე მუშაობას (პროცესები);
  • საიტის შინაარსობრივად დალაგება;

ტექნიკური ნაწილი

  • ძრავის კომპონენტები, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • WordPress-ის ინსტალაცია ლოკალურ მანქანაზე;
  • WordPress-ის ინსტალაცია გარე წყაროზე;

ლექცია 2

ვორდპრესის მიმოხილვა

  • განსხვავება გვერდებსა და პოსტებს შორის;
  • მართვის პანელის ძირითადი აღწერილობა;
  • პოსტის შექმნა/ კატეგორიის მნიშვნელობა, შექმნა, მეტა ინფორმაცია, ქივორდები და თეგები/ გვერდის შექმნა / ქვეგვერდის შექმნა/ კატეგორიის მიბმა გვერდებზე და პოსტებზე;
  • ტექსტური მასალის შექმნა (ვიზუალური ედიტორი/HTML ედიტორი);
  • რა განსხვავებაა კატეგორიებსა და თეგებს შორის, როგორ შევქმნათ და ვმართოთ;
  • პოსტების დროში მართვა;
  • ბმულების დამატება;
  • ფოტოების დამატება, სურათების ოპტიმიზაცია, მოჭრა, სქეილი, ვებისთვის ოპტიმიზება;
  • მენიუს ტიპები და მისი ადგილმდებარეობა ვორდპრესში;
  • ძებნის სისტემებში ჩართვა;

დავალება: ​ვებ-გვერდის სტრუქტურის შემუშავება Google Drive-ში.

ლექცია 3

ძირითადი პარამეტრები

  • WordPress ფაილური სტრუქტურა;
  • WordPress მონაცემთა ბაზის სტრუქტურა;
  • ინფორმაციის სტრუქტურირება ვებგვერდზე;
  • რა არის HTTP/HTTPS, სერტიფიკატის დაყენება, დაცულობა;
  • მრავალენოვანი საიტის აწყობა;
  • Chrome ბრაუზერი და Developer Tools-ის პანელი;

პრაქტიკული სამუშაო:​ სერტიფიკატის დაყენება, მრავალენოვანი კონტენტის შექმნა.

ლექცია 4

ფლაგინები და თემები

  • რა არის ფლაგინი;
  • მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი ფლაგინები);
  • რა არის თემა;
  • მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი თემები;
  • აუცილებელი ფლაგინები რომლებიც გაგიადვილებთ მრავალფეროვანი ვებ გვერდის შექმნას;
  • Slider Revolution და მსგავსი ფლაგინები;
  • Visual Composer და მსგავსი ედიტორები;
  • Maintenance Mode;
  • საკონტაქტო ფორმები;

დავალება: შეარჩიეთ მინიმუმ ერთი ფლაგინი და დააყენეთ თქვენ ვებგვერდზე. მოამზადეთ მოკლე პრეზენტაცია შერჩეული ფლაგინის შესაძლებლობების შესახებ.

ლექცია 5

საკუთარი დიზაინის მორგება WordPress-ზე

  • HTML და CSS ძირითადი ტერმინები და მიმოხილვა;
  • HTML ძირითადი ტერმინები და დოკუმენტის სტრუქტურა DOM;
  • რისგან შედგება ვებგვერდი (Header, Body, Footer/Sidebar);
  • CSS სელექტორების თვისებები და მათი მნიშვნელობის განხილვა;
  • კოდის ვალიდაცია;
  • ტიპოგრაფიასთან მუშაობა, ვებფონტები;
  • CSS media rules – პლანშეტური და მობილური ვერსია;
  • ვერსიების მართვა;

პრაქტიკული სამუშაო:​ Custom დიზაინის მორგება WordPress-ზე. მენიუს გაკეთება ვიჯეტით და ელემენტებით.

ლექცია 6

WordPress კომერციული მიზნებისთვის

  • კომერციული ფლაგინების მიმოხილვა;
  • WooCommerce დაყენება;
  • WooCommerce Wizard;
  • WooCommerce ძირითადი პარამეტრების გამართვა;
  • მაღაზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

დავალება: დაამატეთ თქვენ მიერ შექმნილ საიტზე მაღაზიის გვერდები.

ლექცია 7

WooCommerce და პროდუქტები

  • პროდუქტების შექმნა, რედაქტირება, წაშლა;
  • Custom Field-ების მიმოხილვა;
  • შეკვეთების მართვა;

დავალება: ონლაინ მაღაზიის პროდუქტებით შევსება.

ლექცია 8

WooCommerce სიღრმისეულად

  • ცვლადი პროდუქტები;
  • მსგავსი პროდუქტები;
  • ზონების მართვა;
  • მიწოდების სერვისების ინტეგრირება;

დავალება: ონლაინ მაღაზიისთვის ზონების და მიწოდების სერვისების ჩამოყალიბება.

ლექცია 9

WooCommerce და გადახდის სისტემები

  • გადახდის სისტემების მიმოხილვა;
  • გადახდების ინტეგრირება;
  • სასურველი სისტემის არჩევა;

პრაქტიკული სამუშაო: ონლაინ მაღაზიისთვის გადახდის სისტემის ინტეგრირება და გატესტვა.

ლექცია 10

WordPress და მარკეტინგი

  • SEO-ს ფლაგინები;
  • ვებგვერდის Google Analytics-თან მიერთება;
  • შექმნილი მასალის სოციალური ქსელებში გაზიარების საშუალებები;
  • კომენტარების მართვა;

საფინალო დავალება: წარადგინეთ საკუთარი ვებ-გვერდი და მაღაზია.