fbpx

E-commerce დეველოპმენტის კურსი

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში გაეცნობი მთლიან E-commerce სისტემას. ისწავლი WordPress/WooCommerce ძრავთან მუშაობას, პლაგინების ინსტალაციას და ონლაინ მაღაზიის კატალოგის შექმნას. მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას გაყიდვების ოპტიმიზაციისა და ონლაინ ბიზნესის სფეროში.

საბოლოოდ შეძლებ, რომ შექმნა სასურველი ტიპის ვებგვერდი ან ონლაინ მაღაზია.

კურსის მენტორები

ირაკლი ხიზანიშვილი

ვებ დეველოპერი

“ჩემი მიზანია, ადამიანებს გავუფართოო გზა თავიანთი მიზნებისკენ.

ვებ დეველოპმენტის მიმართ ინტერესი დაახლოებით 4 წლის წინ გაუჩნდა. თავიდან დაიწყო საკუთარი პროექტების შექმნა, შემდეგ კი ფრილანსერი გახდა. 

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის განხრით. მაგისტრატურა გაიარა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, იმავე მიმართულებით.

2018 წლიდან აქტიურად ჩაერთო სფეროში, როგორც ვებ დეველოპერი და ციფრული მარკეტერი. ვებ დეველოპმენტის პარალელურად მუშაობს ციფრული მარკეტინგის სერვისების მიმართულებით (SEO, SEM, FB Ads, Branding)

მისი ტექნიკური ცოდნა მოიცავს: HTML/CSS/JS, PHP, MySQL. ვებ-ძრავები – WordPress, Shopify, Wix. 

ამჟამად მუშაობს კრეატიულ სააგენტო Redberry-ში, WordPress Team Lead-ის პოზიციაზე.

უმუშავია ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის: Bcuadvantage.co.uk, Phoenixmodern.org, Rogantini.ge, Globalgis.lk.

რატი თაბაგარი

2015 წლიდან არის ვებ დეველოპმენტის სფეროში. ამჟამად მუშაობს, Allbest.Ge (CEO), Prowebexperts (WordPress Development), Freelance პროექტები.

ასევე, არის კომპანია შპს ოლბესთის (www.allbest.ge) დირექტორი და
დამფუძნებელი.

უმუშავია უამრავ ქართულ და უცხოურ კომპანიასთან, შემდეგ პროექტებზე: allbest.ge, multimart.ge, kreston.ge, innotech.ge, cleargloves.com, kanti.edu.ge, sightgeorgia.ge, gvino.me და სხვა.

კურსის სილაბუსი

Workshop 1 – ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და e-commerce მიმოხილვა

  • რა არის ელექტრონული კომერცია და მისი მნიშვნელობა
  • E-commerce ბიზნეს მოდელები
  • E-commerce დეველოპმენტის პლატფორმები
  • ვებდიზაინის ძირითადი ელემენტები
  • როგორ ვიწყებთ საიტზე მუშაობას (პროცესები)
  • რა არის დომენი და ჰოსტინგი
  • სამართავი პანელი Cpanel-ის მიმოხილვა
  • ძრავის კომპონენტები ონლაინ მაღაზიისათვის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • WordPress-ის ინსტალაცია

Workshop 2 – WordPress მიმოხილვა

  • განსხვავება გვერდებსა და პოსტებს შორის;
  • მართვის პანელის ძირითადი აღწერილობა;
  • პოსტის შექმნა/ კატეგორიის მნიშვნელობა, შექმნა, მეტა ინფორმაცია, ქივორდები და თეგები/ გვერდის შექმნა / ქვეგვერდის შექმნა/ კატეგორიის მიბმა გვერდებზე და პოსტებზე;
  • ფოტოების დამატება, სურათების ოპტიმიზაცია, მოჭრა, სქეილი, ვებისთვის ოპტიმიზება;
  • მენიუს ტიპები და მისი ადგილმდებარეობა ვორდპრესში;
    WordPress ფაილური სტრუქტურა;
  • ინფორმაციის სტრუქტურირება ვებგვერდზე;

დავალება: ​ვებ-გვერდის სტრუქტურის შემუშავება.

Workshop 3 – თემა/დიზაინი

  • რა არის თემა;
  • დიზაინების მიმოხილვა;
  • მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი თემები);

დავალება: დიზაინის არჩევა, მისი ინსტალაცია და Data Import




Workshop 4 – ფლაგინი

  • რა არის ფლაგინი;
  • მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი ფლაგინები);
  • აუცილებელი ფლაგინები რომლებიც გაგიადვილებთ მრავალფეროვანი ვებ გვერდის შექმნას;
  • Slider Revolution და მსგავსი ფლაგინები;
  • Wpbakery და Elementor მიმოხილვა
  • Maintenance Mode;
  • საკონტაქტო ფორმები;

დავალება: მთავარი გვერდის შექმნა Slider revolution, elementor/Wpbakery და საკონტაქტო ფორმის გამოყენებით

Workshop 5 – Woocommerce მიმოხილვა

  • კომერციული ფლაგინების მიმოხილვა;
  • WooCommerce დაყენება;
  • WooCommerce Wizard;
  • WooCommerce ძირითადი პარამეტრების გამართვა;
  • E-commerce გვერდების დამატება (shop, cart, checkout etc.)
  • პროდუქტების შექმნა, რედაქტირება, წაშლა;
  • ცვლადი პროდუქტები;
  • შეკვეთების მართვა;

დავალება: ონლაინ მაღაზიის გვერდების, კატალოგის შექმნა და პროდუქტებით შევსება.

Workshop 6 – WooCommerce დეტალურად

  • ზონების მართვა;
  • მიწოდების სერვისების ინტეგრირება;
  • გადახდის სისტემების მიმოხილვა;
  • გადახდების ინტეგრირება;
  • სასურველი სისტემის არჩევა;
  • მაღაზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;.

დავალება: ონლაინ მაღაზიისთვის ზონების და მიწოდების სერვისების ჩამოყალიბება. მაღაზიისთვის გადახდის სისტემის ინტეგრირება და გატესტვა.

Workshop 7 – პროდუქციის გვერდები, მომხმარებლის პანელი და ენის დამატება

  • პროდუქციის საერთო გვერდის სტრუქტურული ცვლილებები;
  • პროდუქციის ფილტრების დამატება/ცვლილება;
  • პროდუქტის შიდა გვერდზე ცვლილებების განხორციელება;
  • მომხმარებლის პანელის ფუნქციონალი და ელემენტები;
  • საიტზე დამატებითი ენის დამატება.

დავალება: პროდუქციის საერთო გვერდზე 4 ტიპის ფილტრის დაყენება, 1 ენის დამატება საიტზე.

Workshop 8 – ვებსაიტის გაყიდვებზე ოპტიმიზაცია

  • მომხმარებლების ლიდების მოპოვების მეთდები
  • Popup გამართვა
  • Slide-in ბანერების გამართვა
  • ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა
  • პროდუქტის ნაკრებები
  • Upsells/Crossells გამართვა
  • სხვადასხვა ტიპის შეთავაზებების და ფასდაკლებების ლოგიკების აწყობა

დავალება: სასურველი (მინიმუმ 3) გაყიდვებზე ოპტიმიზაციის მეთოდის გამოყენება და გამართვა საიტზე.

Workshop 9 – საკუთარი დიზაინის მორგება Woocommerce-ზე

  • HTML და CSS ძირითადი ტერმინები და მიმოხილვა;
  • რისგან შედგება ვებგვერდი (Header, Body, Footer/Sidebar);
  • CSS სელექტორების თვისებები და მათი მნიშვნელობის განხილვა;
  • ტიპოგრაფიასთან მუშაობა, ვებფონტები;
  • CSS media rules – პლანშეტური და მობილური ვერსია;
  • ვერსიების მართვა;

პრაქტიკული სამუშაო:​ Custom დიზაინის მორგება cart და checkout გვერდებზე

Workshop 10 – სისწრაფე და უსაფრთხოება

  • ვებსაიტის სისწრაფის ოპტიმიზაციის მეთოდები: ქეშირება, მინიფიკაცია,
  • საიტის უსაფრთხოების ფლაგინების გამართვა და მონიტორინგი;
  • WordPress მართვისას შესაძლო ხარვეზების გამოსწორება.

დავალება: გამართეთ საიტის უსაფრთხოება და სისწრაფე. ჩატვირთვის დრო მაქსიმუმ 3 წამამდე ჩამოიყვანეთ.

Workshop 11 – E-commerce და მარკეტინგი

  • SEO-ს გამართვა;
  • ვებგვერდის Google Analytics-თან და facebook pixel-თან მიერთება;
  • Facebook shop-ის გამართვა;
  • შექმნილი მასალის სოციალური ქსელებში გაზიარების საშუალებები;
  • კომენტარების მართვა.

საფინალო დავალება: SEO ფლაგინის კონფიგურაცია, Google ინტეგრაცია, Facebook ინტეგრაცია

Workshop 12 – ვებ-გვერდის ტესტირება

  • განვლილი ყველა პროცესის მოკლე მიმოხილვა
  • ვებ-გვერდის სრული ტესტირება

    საფინალო დავალება: წარადგინეთ საკუთარი E-commerce ვებსაიტი