fbpx

შრიფტის დიზაინი | ტიპოგრაფიის კურსი

შრიფტი და მისი სათანადო შერჩევა თუ გამოყენება გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთ მთავარ ღერძს წარმოადგენს. შრიფტის (ფონტის) დიზაინის კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან შრიფტის სხვადასხვა სტილების, დიზაინში მათი გამოყენების პრინციპების და ფორმების აგების თეორიულ ნაწილს. პრაქტიკული სამუშაობისას სტუდენტები თავად ნახავენ როგორ იქმნება შრიფტის დიზაინი, ასო-ნიშნების ფორმები და სხვა დეტალები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს დიზაინის საბოლოო სახეზე.

შრიფტის დიზაინი | ტიპოგრაფიის კურსის სილაბუსი

ლექცია 1 (შესავალი ისტორიული ნაწილი)

  • შრიფტი და წარწერები საკომუნიკაციო დიზაინში
  • ისტორიული ნაწილის განხილვა
  • შრიფტის სხავდასხვა სტილები დროის ცვლილებასთან ერთად

ლექცია 2 (შრიფტის მნიშვნელობა)

  • შრიფტის სხვადასხვა წონები, მათი მნიშველობა და გამოყენება
  • ტერმინოლოგიის განხილვა
  • შრიფტის მნიშვნელობა ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში
  • თანამედროვე ტენდენციები შრიფტის დიზაინში

ლექცია 3 (შრიფტის შერჩევა)

  • შრიფტის მნიშვნელობა ლოგოებში
  • შრიფტის შერჩევის წინაპირობები
  • საძიებო რესურსები

ლექცია 4 (კითხვადობა)

  • კითხვადობა შრიფტის დიზაინის კუთხით
  • კითხვადობა ტექსტების დალაგების კუთხით
  • იერარქია
  • ტიპოგრაფიის მოწესრიგება

ლექცია 5 (შრიფტის დიზაინის საფიუძვლები)

  • ოპტიკური ილუზიის დეტალები
  • ასო-ნიშების აგების ძირითადი პრინციპები
  • ფორმებთან ურთიერთობა

ლექცია 6 (ჰარმონიულობა)

  • ჰარმონიულობა სხვადასხვა დამწერლობებს შორის დიზაინის კუთხით.
  • ლათინური შრიფტის ბაზაზე ქართული ასო-ნიშების შექმნის პროცესი
  • სხვადასხვა ლოგოს ქართული ანალოგის განხილვა

ლექცია 7 (შრიფტის სხვადასხვა ფუნქციები)

  • შრიფტის შექმნის პროცესი ჩანახატიდან საბოლოო პროდუქტამდე
  • შრიფტის აგების პრინციპები შესაბამის აპლიკაციებში
  • დიჯიტალიზაციის პროცესის განხილვა
  • ვექტორულ გამოსახულებასთან ურთიერთობა

ლექცია 8 (შრიფტის სხვადასხვა ფუნქციები)

  • კერნინგი, თრექინგი, სფეისინგი.
  • ლიგატურები და სხვა დამატებითი ფორმები
  • შრიფტის ტექნიკური მახასიათებლები

ლექცია 9 (პრაქტიკული ნამუშევრები განხილვა)

  • საკურსო პროექტის იდეისა და მონახაზის განხილვა

ლექცია 10 (წარდგენა-განხოლვა)

  • ფინალური პრეზენტაცია

ტრენერები

აკაკი რაზმაძე

აკაკი რაზმაძე