თუ გსურს გახდე სრულყოფილი ანდროიდ დეველოპერი, მაშინ აუცილებლად გამოიყენე ეს შესაძლებლობა. გაიარე, Android development-ის საბაზისო და Advanced კურსი 1600-ის ნაცვლად 1400 ლარად.
Android development საბაზისო კურსის მიზანია, გასწავლოს მცირე და საშუალო აპლიკაციების დამზადება Kotlin-ის გამოყენებით.
კურსის განმავლობაში შეისწავლი Android აპლიკაციების შექმნას, გექნება შეხება რეალურ Android development სამყაროში არსებულ სამუშაო გარემოსთან, რაც გაგიმარტივებს კარიერის დაწყებას ამ სფეროში.
კურსის დასრულების შემდეგ, გეცოდინება Android studio-ში მუშაობა, მცირე და საშუალო აპლიკაციების დამზადება, Kotlin-ის ენა და აპლიკაციების Play store-ზე განთავსება.
ხოლო, Android development advanced კურსის მიზანია, შენი საბაზისო ცოდნა უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანოს და გაგიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით.
კერძოდ, შენ გაეცნობი ისეთ კონცეფციებს, რომლებიც აუცილებელია დიდი აპლიკაციების გამართულად მუშაობისთვის.
Advanced კურსის დასრულების შემდეგ, კი გეცოდინება: აპლიკაციების ტესტირება, Kotlin coroutines, აპლიკაციების არქიტექტურები (MVVM), Dependency injection, Jetpack Compose, CI/CD მობაილ დეველოპმენტში და რეალურ აპლიკაციებზე მუშაობის სპეციფიკა.
ამ ორი კურსისგან შემდგარი ვორქშოპების ბოლოს შენ იქნები სრულყოფილი Android დეველოპერი.
ლექტორები