სპიკერი
ნიკა ლუკავა – Senior Linux Administrator
2011-2018 წლებში მუშაობდა Qarva -ში Senior System Administrator -ის პოზიციაზე.
2018 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია adjara.com -ში Senior System Administrator & Video Streaming Engineer -ის პოზიციაზე.
პროექტები სადაც მიუიღია მონაწილეობა
თანამედროვე კომპანიები, ორგანიზაციები თუ სახელმწიფო სტრუქტურები ოპერაციულ თუ სხვა დონეებზე, ტექნოლოგიური პროდუქტების მომხმარებლები არიან. შესაბამისად, თითოეულ ინსტიტუციას, განურჩევლად იმისა, რომელი მიმართულებით მოღვაწეობს ის, სჭირდება კვალიფიცირებული სისტემური ადმინისტრატორი. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრია, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის ისტორიას ითვლის, ეს არის მიმართულება, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების საფუძველში დევს და რომელიც ანვითარებს როგორც ბიზნესს, ასევე, სოციალურ გარემოს. შესაბამისად, მსოფლიო ბაზრის პარალელურად, ქართულ ბაზარზეც იქმნება კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის სისტემის ადმინისტრირების მხარდაჭერის გაწევას ისახავს მიზნად.
კიბერუსაფრთხოების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება კვალიფიცირებულ სისტემურ ადმინისტრატორებზე, უსაფრთხო ოპერაციულ სისტემებზე, კომპიუტერულ ქსელებზე, სერვერებზე და IT ინფრასრტუქტურის შემადგენელ სხვა ნაწილებზე.
კომპანიები: IBM, Google, Oracle, Facebook, Amazon, DELL, Samsung, Microsoft და კიდევ სხვა, თავიანთ უმეტეს სერვერულ ინფრასტრუქურაში იყენებენ linux -ს, მიუხედავად არქიტექტურისა და მოწყობილობისა ლინუქს შეიძლება წავაწყდეთ არამხოლოდ დატაცენტრებში განთავსებულ სერვერებზე და კომპიუტერებზე, არამედ თვითმფრინავებში, ავტომობილებში, Android ტელრფონებში და სახლის wifi როუტერებში.
ლინუქსის შესახებ:
ლინუქსის ინსტალაცია და კონფიგურაცია
ჰოსთების კონფიგურაცია
ქსელური კონფიგურაცია
ქსელური უსაფრთხოება
პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
მომხმარებლების და ჯგუფების მენეჯმენტი
საქაღალდეებზე ოპერაციები
ფაილებზე ოპერაციები
ფაილური შედარებები
ფაილების პაკეტირება და კომპრესირება
ფაილების შიგთავსის ნახვა
ფაილური ატრიბუტები
ფაილების ადგილმდებარეობა
ფაილების შიგთავსთან მუშაობა
დისკები და ფაილური სისტემები
პროცესები
პროცესების კონტროლი
წინასწარ დაგეგმილი ოპერაციები
ჰოსტებთან მუშაობა
bash სკრიპტინგი
საბაზისო სერვერების ინსტალაცია