fbpx

თამუნა ჯიბუტი

2017 წლიდან ჩართულია ტექნოლოგიური სტარტაპებისა და კრეატიული საწარმოების განვითარებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროექტებზე Impact Hub Tbilisi-ის, British Council-ისა და Caux Forum-ისთვის. ასევე მუშაობდა ესპანურ სტარტაპ Qilimanjaro-ში.

2021 წლიდან მუშაობს ჯერ Scrum Master-ად, ნეობანკ Space-ში და ახლა უკვე Agile Coach-ად TBC Pay-ში.

მონაწილეობა მიუღია 15-მდე პროექტში, როგორც ციფრული პროდუქტების განვითარების, ასევე კვლევის და ქონსალთინგის მიმართულებით.

აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში (თავისუფალი უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი გლობალურ ბაზრებსა და ინოვაციურ ინდუსტრიებში (გლაზგოს უნივერსიტეტი, ბარსელონას უნივერსიტეტი, ერასმუს უნივერსიტეტი როტერდამი).