fbpx

სალომე კიღურაძე

ადამიანური რესურსების მენეჯერი

პირველად სამსახურში დააინტერესა HR სპეციალისტების საქმიანობამ. როდესაც ხედავდა მოქმედ HR-ებს ყოველთვის აინტერესებდა, როგორ მუშაობდნენ და რას აკეთებდნენ ისინი. ზუსტად მაშინ მიხვდა, რომ ეს სფერო უნდა შეესწავლა.

დაასრულა ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი. 13 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს.

უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის: Avon Cosmetics, Geocell (Telia Company), KPMG და სხვა.

დღეს მუშაობს KPMG საქართველოში, Head of People Department-ის პოზიციაზე. ასევე არის ICF coach-ი და გადის ქოუჩინგის პროგრამას Leo Academy-ში .