fbpx

ნიკა ნინიკაშვილი

ნიკა ნინიკაშვილი 

ციფრული მარკეტერი

2016 წლიდან დაიწყო ციფრულ მარკეტინგში საკუთარი ძალების მოსინჯვა. უკვე მე-7 წელია, რაც ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. ილინოისის უნივერსიტეტში სწავლობდა 1 წლიან პროგრამაზე, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

მისი პირველი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება Red Bull-ს, სადაც იკავებდა Student Marketeer-ის პოზიციას. Red Bull-ში მუშაობდა ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებებით. მათ შორის, სოციალური მედიის განხრით.

2020 წელს შეუერთდა საერთაშორისო სარეკლამო კომპანია McCann-ის გუნდს, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც მისი დამკვეთები იყვნენ: Coca-Cola, MasterCard და Beko. 

2021 წელს გადავიდა კომპანიაში Betlive-ში, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის და Senior Social Media Advertiser-ის პოზიციაზე.

Betlive-ის შემდეგ გადავიდა ბრიტანულ სარეკლამო კომპანია Social Boost-ში, Senior Social Media Advertiser-ის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა, როგორც დიდ, ისე საშუალო ბიზნესებთან, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

2023 წლის იანვრიდან შეუერთდა Making Science | Sweeft-ის გუნდს, Social Media Advertising Team Lead-ის პოზიციაზე. დღეს კი ამავე კომპანიაში არის Digital Advertising-ის Team Lead.

მის პორტფოლიოში შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორიც არის:
Mastercard, Coca-Cola, Redco, Socar, Social-Boost, Noma-Collective, Beko, Samsung, Norway SeaFoods, RedBull etc.

ფლობს ისეთ სერტიფიკატებს, როგორიც არის: Meta Blueprint certificates in digital marketing and media planning. Marketing on LinkedIn Certificate. Google Digital Garage.

ინდივიდუალური პროექტების ფარგლებში იმუშავა შემდეგ ბრენდებთან: Krtsanisi Residence, Gym Master, Leadenforce.