fbpx
მურთაზ ფუტკარაძე

მურთაზ ფუტკარაძე

 

2015 წლიდან არის ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში. უმუშავია ძალიან ბევრ და კონტრასტულ ინდუსტრიებში, მათ შორის: სადაზღვევო, ფინანსური, ელ-კომერცია, უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობა, სტარტაპები თუ სხვა.

მესამე წელია ხელმძღვანელობს MY.GE-ს  მარკეტინგის დეპარტამენტს, რომელიც აერთიანებს დარგის ლიდერ 10 პლატფორმას და #1 ინტერნეტ კომპანიაა საქართველოში.

მის გუნდთან ერთად შექმნილი კამპანია სახელით „შენი ზაფხული აქ არის“ გახდა წლის საუკეთესო PR კამპანია შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად.

საერთაშორისო კომპანია ვიზასთან ერთად შექმნა ძალიან საინტერესო კამპანიები, მათ შორის „საჩუქრების საამქრო“, რომელიც სტარტაპებს ეხმარებოდა კრიზისულ ვითარებაში მიეღოთ ახალი შესაძლებლობები.

შექმნა მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ავტომატიზებული სისტემები, როგორც MY.GE-სი და მის შვილობილ კომპანიებში: Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge. Myparts.ge, ასევე SS.GE-ში.