fbpx

მეგი ონიანი

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი

მხატვრობის და ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან აქვს. პანდემიის პერიოდში გრაფიკულმა დიზაინმა მისი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო. ამ მიმართულებით ცოდნის მიღება ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გადაწყვიტა. კურსის დასრულების შემდეგ დაიწყო სტაჟირება მარკეტინგულ სააგენტოში, სადაც 8 თვის მანძილზე დააგროვა გამოცდილება სხვადასხვა ტიპის ბრენდებთან მუშაობით. 

ამ პერიოდის განმავლობაში იყო ფრილანს დიზაინერი. მისი პორტფოლიო მოიცავს მუსიკალური ალბომების დიზაინს, სოც. მედია დიზაინს, ბრენდინგს, ილუსტრაციებს.

მუშაობდა საერთაშორისო აიტი კომპანია ,,Webiz”-ში, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ამჟამად არის სარეკლამო სააგენტო Socialsharks-ის გრაფიკული დიზაინერი და სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.

უმუშავია ისეთ ბრენდებზე, როგორიც არის: Fly.ge, Prodware, Citycom, Windfor’s, Gamo, Jacobs Georgia, Skoda Georgia და ა.შ.