ლიკა კეშელავა
გრაფიკული დიზაინერილიკა კეშელავა
მისი საქმიანობა დაიწყო 2016 წელს გრაფიკულ დიზაინში, 2017 წლიდან კი გაგრძელდა სარეკლამო სფეროში, მარკეტინგში. უმუშავია ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის: “Ogilvy Georgia”, “FCB Georgia”. გლობალური ბრენდებიდან: “Unilever”, “Accenture”, “Maserati Ghibli”, “Sunexpress” და ა.შ.
ამჟამად მუშაობს, გერმანულ კომპანია “BKL Tbilisi”-ში, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ასევე არის Miami Ad School-ის სტიპენდიატი და სწავლას გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებს ბერლინში, 2 წლის განმავლობაში, Art Direction-ის პორტფოლიო პროგრამაზე.
მონაწილეობა მიიღო Cannes lions-ში, საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიისთვის დაწესებულ კონკურსში, რომელშიც გაიმარჯვა.