fbpx

გიორგი ქუცა რუხაძე

ქოფირაითერი

 ,,ჩემი მიზანია, თუნდაც ერთმა სტუდენტმა დაისახოს მიზნად გახდეს ქოფირაითერი.“ 

 სარეკლამო ინდუსტრიის მიმართ ინტერესი სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა. დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის ტელე-კინო ფაკულტეტი, მენეჯერ-პროდიუსერის სპეციალობით. ქოფირაითინგთან პირველი შეხება პატარა კომპანიებში მუშაობით დაიწყო.

 2014-2022 წლებში იკავებდა უფროსი ქოფირაითერის პოზიციას, კრეატიულ სააგენტო “HOLMES&WATSON”-ში.

 10 წელზე მეტია, რაც სარეკლამო სფეროშია. ამ წლების განმავლობაში უმუშავია 1000-ზე მეტ კამპანიაზე. 

თითქმის ყველა ქართული ბრენდისთვის აქვს შექმნილი კომუნიკაცია. მათ შორის: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ჯეოსელი, მაგთი, თიბისი დაზღვევა, ელიტ ელექტრონიქსი, ალტა, ზუმერი, თეგეტა მოტორსი, ევროპაბეთი, აჭარაბეთი და ა.შ.

ასევე უმუშავია სახელმწიფო და საერთაშორისო სოციალურ პროექტებზე.

ამჟამად არის ფრილანსერი და მუშაობს სხვადასხვა ბრენდებისთვის.