fbpx

გიგი გიორგაძე

ტექნოლოგიების და პროდუქტის მენეჯერი

“ჩემი მიზანია, საქართველოში ადამიანებმა და ბიზნესებმა საუკეთესოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფი განვითარებისთვის”.

გიგი გიორგაძე არის კომაროვის სკოლისა და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი. 

ხელოვნურ ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების ფუნდამენტურად სწავლა 2022 წელს, ChatGPT-ის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მანამდე სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც პროგრამირებასთან და მათემატიკასთან მუდმივი შეხება ჰქონდა, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტზე და მონაცემთა ტექნოლოგიებზე ფოკუსირება სწორი აღმოჩნდა, რადგან მალევე დაიწყო AI-ის განვითარების ახალი ტალღა, რისთვისაც მომზადებული უკვე იყო.

ამ სფეროშია 2022 წლიდან. მუშაობდა საქართველოს ბანკში ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში. იყო GAIA-ს დირექტორი და Skillwill-ის აღმასრულებელი დირექტორი

ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას, რომელიც საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების შესახებ ცოდნის, ინფორმირებულობისა და ამ ტექნოლოგიების ათვისების დონის გაზრდაზე მუშაობს სხვადასხვა პარტნიორთან ერთად. ასევე მუშაობს ბრიტანულ სტარტაპთან და LBS-თან მონაცემთა ტექნოლოგიების საკონსულტაციო პროექტებში.