ადამიანები დღეში უამრავ ვებგვერდსა და აპლიკაციას ვიყენებთ. თუმცა, საბედნიეროდ, ბევრ დროს იმაში არ ვხარჯავთ, რომ საძიებო ველი ან ფოტოს
დამატების ფუნქცია ვიპოვოთ. ეს ჩვენ უკვე ვიცით. რანაირად?
ამას ერთი პასუხი აქვს - UI/UX დიზაინერები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი საყვარელი ვებგვერდებისა და აპლიკაციების დიზაინს ქმნიან. ეს დიზაინი კი ჩვენთვის ნაცნობი, კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელია.
UI/UX დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ შექმნა ასეთი დიზაინი.
რატომ უნდა შეისწავლო UI/UX დიზაინი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
UI/UX დიზაინის კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.
კურსის განმავლობაში ისწავლი ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის.
დაეუფლები Figma-ს ნულიდან. გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს.
გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი და მარტივი ნავიგაცია.
ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური მაგალითების განხილვა სრულყოფილ ცოდნას შეგიქმნის ამ პროფესიის შესახებ.
UI/UX დიზაინის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა UI/UX დიზაინერად.
ნიკა ქვაცაბაია, UI/UX დიზაინერი
დავამთავრე საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის 4 კურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ამ სფეროს მიმართ კი ინტერესი ზუსტად 4 წლის წინ გამიჩნდა.
პირველად, 2020 წელს გადავწყვიტე UX დიზაინის საფუძვლიანად შესწავლა.
მაქვს UI/UX დიზაინის მენტორობის გამოცდილება Digital room-ში, სადაც სტუდენტებს ინდივიდუალურად ვასწავლიდი.
ამჟამად ვარ ფრილანსერი და UI/UX დიზაინის კურსის ლექტორი BTU-ში.
მიმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel.
რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი:
ყურადღება მიაქციე მომხმარებლის გამოცდილებასა და საჭიროებებს, და არა პირად ინტერესებსა თუ სურვილებს.
კურსის დასრულების შემდეგ…
დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას
ნიკა ქვაცაბაია
UI/UX დიზაინერი
“როგორც UI/UX დიზაინის მენტორი, ჩემი მიზანია, სტუდენტებს გავუზიარო, როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ცოდნა UI/UX დიზაინში. ჩვენი სასწავლო გარემო მაქსიმალურად მიახლოებული იქნება რეალურ სამუშაო გარემოსთან, რათა უკეთ დაეუფლოს თითოეული მათგანი ამ პროფესიას და გამოიყენოს შეძენილი უნარები დამსაქმებლებთან. მთავარი მიზანია, გავაცნო დღესდღეობით ყველაზე ცნობილი მეთოდები, რომლის დახმარებითაც წარმართავენ UX პროცესს, ეს არის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Google”.
დაამთავრა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის 4 კურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ამ სფეროს მიმართ კი ინტერესი ზუსტად 4 წლის წინ გაუჩნდა.
სანამ უშუალოდ ამ სფეროთი დაინტერესდებოდა, გატაცებული იყო ვექტორული გრაფიკის შექმნით და ცდილობდა Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის დახმარებით ფურცლიდან ნახატები გაეციფრულებინა და ილუსტრაციები შეექმნა.
შემდეგ დაინტერესდა ვებსაიტებისა და მისი მობილური ვერსიის შექმნით და თავადაც იღებდა მონაწილეობას კოდინგის ნაწილში. ქმნიდა საიტებს და ჰყავდა დამკვეთებიც, რომლებიც მარტივ ვებსაიტებს უკვეთავდნენ.
საბოლოოდ, შეძლო ყველა ნამუშევარი, რაც აქამდე ვექტორული გრაფიკის სახით ჰქონდა შექმნილი, სხვა მიმართულებასთან შეერწყა და საბოლოოდ აირჩია ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებასა და ინტერესს უჩენდა ყოველი პროექტის შექმნისას და ეს იყო – UX დიზაინი.
პირველად, 2020 წელს გადაწყვიტა UX დიზაინის საფუძვლიანად შესწავლა, ამიტომ Udemy-ზე UX დიზაინის კურსები შეიძინა და შემდეგი 4 წლის განმავლობაში პროექტებზეც დაიწყო მუშაობა.
ამის შემდეგ თავადაც იყო UI/UX დიზაინის ლექტორი Digital room-ში, სადაც სტუდენტებს ინდივიდუალურად ასწავლიდა.
უშუალოდ ამ სფეროში სწორედ 2020 წლიდან არის დასაქმებული, ამჟამად კი არის ფრილანსერი და UI/UX დიზაინის კურსის ლექტორი BTU-ში.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel.
ინდივიდუალური პროექტები: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel.
FAQs
რა პროგრამებს ვსწავლობთ UI/UX კურსზე? - UI/UX დიზაინის კურსის განმავლობაში დაეუფლები Figma-ს ნულიდან
რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - UI/UX დიზაინის კურსი კურსი გრძელდება 2 თვეს და ის 14 ლექციას მოიცავს
არის თუ არა საჭირო დიზაინში გამოცდილება? - არა, UI/UX დიზაინის კურსზე ყველაფერს ნულიდან ისწავლი
მივიღებ თუ არა სერთიფიკატს? - დიახ, UI/UX დიზაინის კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს
სად შემიძლია მუშაობა UI/UX ცოდნით? - UI/UX დიზაინის კურსის გავლის შემდეგ შეძლებ გახდე როგორც ფრილანსერი, ასევე დასაქმდე: ციფრულ სააგენტოებში, IT კომპანიებში, ონლაინ პლატფორმებზე და ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ქმნის ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებს ან სხვა ციფრულ პროდუქტებს.
მზად ხარ?
რა დაგჭირდება სწავლისთვის
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მზად ხარ?
რა დაგჭირდება სწავლისთვის
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მათი შთაბეჭდილებები
ჩვენი სტუდენტების შთაბეჭდილებები კურსის შესახებ
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
კარიერული განვითარების შესაძლებლობები
დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად
გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები
გადახდის მეთოდები
ისარგებლე შენზე მორგებული გადახდის პირობებით
მნიშვნელობა არ აქვს, გადახდის რომელ მეთოდს აირჩევ, ნებისმიერ შემთხვევაში ისარგებლებ კურსის ყველა უპირატესობით