ციფრული პროექტების მართვის კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას.
გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს.
გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს (Agile, Scrum, Kanban, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები).
მენტორი გაგიზიარებს იმ მასალებს და პლატფორმებს, რომლებიც შენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გეცოდინება ყველა ის ხელსაწყო, რომლებსაც დღეს წარმატებული კომპანიები იყენებენ. გექნება საკმარისი ცოდნა, რათა დაიწყო კარიერა ამ სფეროში.
თანამედროვე ციფრული სამყარო სწრაფად იცვლება — კომპანიები მუდმივად ეძებენ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ პროექტების წარმატებულად განხორციელებას.
სწორედ ამიტომ არის ციფრული პროექტების მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი დღეს.
Agile და Scrum მეთოდოლოგიების ცოდნა მოგცემს საშუალებას გაუმკლავდე ცვლილებებს, მართო გუნდი ეფექტურად და მიაღწიო შედეგს ხარისხის დაკარგვის გარეშე.
კურსზე ისწავლი არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმ პრაქტიკულ მიდგომებსაც, რომლებსაც იყენებენ თანამედროვე გლობალური კომპანიები — მაგალითად, Exadel, EPAM Systems და Deloitte.
მენტორების დახმარებით ისწავლი, როგორ გახდე არა მხოლოდ პროექტის მენეჯერი, არამედ სტრატეგიული ლიდერი, რომელიც გუნდის გადაწყვეტილებებს ბიზნესის მიზნებთან აკავშირებს.
ციფრული პროექტების მართვის კურსზე ისწავლი პროექტის მენეჯმენტის ძირითადი ელემენტების ამოცნობას.
გაივლი პროექტის ციკლის ყველა ეტაპს და გაეცნობი ძირითად დაგეგმვის ინსტრუმენტებს (Project Charter, WBS).
ასევე მეთოდოლოგიებს:
Waterfall;
Agile;
Agile-სა და Waterfall-ის შედარება;
Scrum-ის ძირითადი პრინციპები;
სხვა Agile ჩარჩოების (XP, Kanban, Lean, DSDM და სხვ.) ძირითადი პრინციპები;
ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ პროექტების მართვა და სურთ კარიერის ამ კუთხით გაგრძელება.
დამწყები/გამოცდილი პროექტ მენეჯერებისთვის, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება და აინტერესებთ პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტი (Agile, Scrum, Kanban და სხვა მიდგომები, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები).
ყველასთვის, ვისაც სურს ციფრულ სფეროში კარიერის გაგრძელება, აქვთ ზოგადი წარმოდგენა ციფრულ სამყაროზე და სჭირდებათ მეტი ინფორმაცია კარიერის შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
FAQs:
რას მოიცავს ციფრული პროექტების მართვის კურსი? - კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს.
საჭიროა თუ არა გამოცდილება სწავლის დასაწყებად? - სწავლის დასაწყებად გამოცდილება საჭირო არ არის.
რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე და მოიცავს 12 ლექციას.
რა სერტიფიკატს მივიღებ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ინგლისურენოვან სერტიფიკატს.
სად შემიძლია დავსაქმდე კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია დასაქმდე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში შემდეგ პოზიციებზე: Project Manager / Junior Project Manager, Scrum Master, Product Coordinator / Product Owner Assistant, Digital Project Coordinator, Agile Project Assistant
ივერი ღოლიჯაშვილი
პროექტების მენჯერი
“დიდი მიღწევები იწყება პატარა ნაბიჯებით და წარმატება მოდის მაშინ, როდესაც გაბედულად მიიწევთ წინ და არ უშინდებით შეცდომებს.
ჩემი, როგორც მენტორის, მიზანია, სტუდენტებს ვასწავლო, როგორ შეუძლია პროექტის მენეჯერის თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად განსაზღვროს პროექტის წარმატება, და როგორ უნდა მიიღონ გააზრებული არჩევანი თითოეულ ეტაპზე”.
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, სპეციალობით IT მენეჯმენტი, სადაც აქტიურად მუშაობდა ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მართვის კუთხით, ახლა კი სწავლას აგრძელებს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში (IBSU).
5 წელზე მეტია დასაქმებულია პროექტების მართვის სფეროში. რა დროშიც წარმატებით წარმართა 20-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორებიცაა: განათლების ტექნოლოგიები, ფინანსები და გადასახადები, ტელეკომუნიკაციები და გართობა, საჯარო სექტორი, ესთეტიკური მედიცინა, მენტალური ჯანმრთელობა და სხვა.
პირველი სამუშაო ადგილი იყო Leavingstone, 2019 წელს, სადაც მუშაობდა მობილური აპლიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე და მართავდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, მათ შორის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), თეგეტა მოტორსის, სილქნეთის, აპტოსისა და რამდენიმე ჰოლანდიელ კლიენტის პროექტებს.
ამის შემდეგ, 2021 წელს შეუერთდა EPAM Systems-ს Business Analyst-ის როლში, სადაც მუშაობდა Liberty Global-ის პროექტზე.
ამჟამად კი დასაქმებულია Exadel-ში Delivery Manager-ის პიზიციაზე, სადაც მართავს პროექტების მიწოდების პროცესს და ზრუნავს გუნდის ეფექტურ მუშაობაზე.
იყო Google DevFest 2022-ის ორგანიზატორი, Google DevFest 2023-ის მოწვეული სპიკერი და საქართველოში პირველი Agile სამიტის AgileXchange-ის ორგანიზატორი და სპიკერი.
ჩატარებული აქვს რამდენიმე საჯარო მასტერკლასი Agile Project Management-ის, Scrum Facilitation Skills-ისა და Scrum with Kanban-ის მიმართულებით.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Frontline Education, Deloitte, Liberty Global, Yes We Can Clinics, სილქნეთი, თეგეტა მოტორსი, Aptos, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 2 ნაბიჯი, სურსათის ეროვნული სააგენტო
ინდივიდუალური პროექტები: Frontline Education Accelify, Deloitte K-1G, Virgin Media, Horizon Go, Ziggo, Yes We Can Campfire, My Silknet.
სერტიფიკატები: Professional Scrum Master (PSM1, PSM2) – Scrum.org, Professional Scrum with Kanban (PSK1) – Scrum.org, SAFe® 5 Agilist და SAFe® 5 Advanced Scrum Master – Scaled Agile Inc., PMI Agile Certified Practitioner (PMI-ACP)® – Project Management Institute-ის (PMI).
FAQs:
რას მოიცავს ციფრული პროექტების მართვის კურსი? - კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს.
საჭიროა თუ არა გამოცდილება სწავლის დასაწყებად? - სწავლის დასაწყებად გამოცდილება საჭირო არ არის.
რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე და მოიცავს 12 ლექციას.
რა სერტიფიკატს მივიღებ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ინგლისურენოვან სერტიფიკატს.
სად შემიძლია დავსაქმდე კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია დასაქმდე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში შემდეგ პოზიციებზე: Project Manager / Junior Project Manager, Scrum Master, Product Coordinator / Product Owner Assistant, Digital Project Coordinator, Agile Project Assistant
მათი შთაბეჭდილებები
ჩვენი სტუდენტების შთაბეჭდილებები კურსის შესახებ
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
კარიერული განვითარების შესაძლებლობები
დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად
გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები
გადახდის მეთოდები
ისარგებლე შენზე მორგებული გადახდის პირობებით
მნიშვნელობა არ აქვს, გადახდის რომელ მეთოდს აირჩევ, ნებისმიერ შემთხვევაში ისარგებლებ კურსის ყველა უპირატესობით