fbpx

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში ისწავლი Java-ს საწყისებს, მონაცემთა სტრუქტურას და ვებ აპლიკაციის შექმნას. გაეცნობი კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს. გაიგებ, რას ნიშნავს კრეატიულ აზროვნება დეველოპმენტში და როგორ უნდა გაართვა თავი ნებისმიერ პრობლემას სამუშაო პროცესში.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ დაიწყო კარიერა ამ სფეროში Junior Java დეველოპერის პოზიციაზე.

კურსის მენტორები

თორნიკე თაკვარელია

უფროსი პროგრამული ინჟინერი

“ჩემი მიზანია, დავარწმუნო სტუდენტები, რომ ყველას შეუძლია პროგრამირების სწავლა.

პირველი შეხება დეველოპმენტის სფეროსთან, ჯერ კიდევ, აბიტურიენტობის პერიოდში, 2013 წელს ჰქონდა. ინდუსტრიაში აქტიურად 2016 წლიდან ჩაერთო.

სწავლობდა პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით, კავკასიის უნივერსიტეტში.

2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში დეველოპერის პოზიციაზე. 2019-2021 წლებში ამავე კომპანიაში გახდა Chapter Lead-ი.

2021-2023 წლებში შეუერთდა Epam-ის გუნდს, პროგრამული ინჟინერის პოზიციაზე. დღეს კი არის უფროსი პროგრამული ინჟინერი.

უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: VTB ბანკი, საქართველოს ბანკი, BeyondTrust, International Airlines Group და ა.შ.

მის ინდივიდუალურ პროექტებს შორის არის: ამინდის პროგნოზის ვებ აპლიკაცია, ნაბიჯების დამთვლელი მობილური აპლიკაცია, კოვიდის სტატისტიკის ვებ აპლიკაცია და ა.შ.

კურსის სილაბუსი

Workshop 1

  • რა არის JVM, JDK, JRE?
  • ინტეგრირებული გარემოს გამართვა (Intellij)
  • ახალი პროექტის შექმნა
  • ცვლადები და მათი ტიპები
  • პირველი პროგრამა ჯავაზე (Console output)
  • კომენტირება

Workshop 2

  • ლოგიკური გამოსახულებები
  • არითმეტიკული გამოსახულებები
  • პირობითი ოპერატორები (if, else, else if)

Workshop 3

  • ციკლის ოპერატორები (for, while)
  • მასივები ჯავაში
  • მრავალგანზომილებიანი მასივი

Workshop 4

  • კარგი პროგრამული უზრუნველყოფიის ინჟინერიის მნიშვნელობა
  • სტილისტიკა
  • დეკომპოზიცია
  • მეთოდები ჯავაში
  • ობიექტების მეთოდები
  • პარამეტრების გამოყენება
  • არითმეტიკული ოპერატორები

Workshop 5

  • String კლასი
  • განვლილი მასალის გამეორება/მიღებული ცოდნის გამყარება

Workshop 6

  • რა არის ობიექტი
  • რა არის კონსტრუქტორი
  • როგორ უნდა შევქმნათ ობიექტი
  •  როგორ უნდა დავაკაშიროთ რამდენიმე კლასის ობიექტი ერთმანეთთან

Workshop 7

  • Მემკვიდრეობითობა
  • პოლიმორფიზმი
  • GitHub 

Workshop 8

  • მონაცემთა სტრუქტურები
  • List, Set, Map ინტერფეისები და მათი განვითარებები
  • კოლექციების ალგორითმები
  • Java Comparator-ის გამოყენება

Workshop 9

  • დებაგერი
  • დებაგის სტრატეგიები
  • Exceptions
  • Try/catch / finally / throw

Workshop 10

  • კლასებთან მუშაობა
  • კლასებს შორის კომპლექსური კავშირები
  • ნაკადების მანიპულაცია, შეჩერება, გაწყვეტა, გაგრძელება
  • Deadlock

Workshop 11

  • ფაილებთან მუშაობა ჯავაში
  • Reader Streams (FileReader, BufferedReader, InputStreamreader…)
  • Writer Stream (OutputStreamWriter, FileWriter, BufferedWriter…)
  • Მონაცემთა ბაზები
  • MYSQL ინსტალაცია
  • JDBC დრაივერი

Workshop 12

  • რა არის ვებ-სერვისები
  • რა არის SOAP/WSDL
  • მარტივი ვებ-აპლიკაცია

Workshop 13

  • Leetcode/HackerRank-ის განხილვა, ამოცანების გარჩევა
  • ალგორითმები
  • DFS/BFS
  • Სორტირების ალგორითმები

Workshop 14

  • აპლიკაციის დაწერა, ტესტირება და გაშვება რეალურ გარემოში
  • კოდის ანალიზი/მიმოხილვა
  • დოკუმენტაციის გარჩევა/დამატება