fbpx

ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში ისწავლი 3ds max პროგრამას. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა ფოტორეალისტური ინტერიერის დიზაინი. გაეცნობი სწორი პრინციპებით მუშაობას, ტექსტურების, კამერისა და განათების გამოყენებას, სარენდერო ეფექტებს.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ინტერიერის რენდერების მომზადებას და მოდელირებას. ეს ყველაფერი დაგეხმარება, რომ დამკვეთს წინასწარ წარუდგინო პროექტი ზუსტად ისეთი ვიზუალით, როგორიც ეს საბოლოო ინტერიერის შემთხვევაში იქნება.

კურსის მენტორები

დაჩი ხაზალია

ინტერიერის დიზაინერი, 3D არტისტი

“მჯერა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია შემოქმედებითი ხედვა, რომლის გამოვლინებაც ხდება დისციპლინისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად.

Როდესაც პირველად ნახა ინტერიერის დიზაინის ვიზუალიზაცია, მიხვდა, რომ ეს სფერო უნდა შეესწავლა. 2016 წლიდან დაიწყო ამ სფეროს შეცნობა.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ავეჯის დიზაინის მიმართულებით. ამავე განხრით სწავლობს მაგისტრატურაზე. დაასრულა ანასტასია ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზიის ექვსწლედი.

2018 წელს დაიწყო 3ds max-ის შესწავლა. 2019 წელს სლოვაკეთში გამართულ ფერწერის საერთაშორისო ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა. 2022 წელს კი ზალცბურგის საერთაშორისო ვორქშოფში – International Design Week Kuchl 2022.

2020 წელს Meti Development-ის გუნდს შეუერთდა, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა, როგორც ინტერიერის, ასევე არქიტექტურის განხრით.

2022 წლიდან არის Apart Showroom-ის ინტერიერის დიზაინერი, სადაც ქმნის, როგორც კერძო საცხოვრებლების, ისე აპარტამენტების დიზაინს.

უმუშავია შემდეგ ბრენდებთან: Grill More, Kraken, Apart showroom, Meti Development და ა.შ.

კურსის სილაბუსი

Workshop 1 – შესავალი

  • საჭირო პროგრამების დაყენება
  • 3D Max-ის მიმოხილვა და მისი დანიშნულება ინტერიერის ვიზუალიზაციაში
  • 3D Max-ში მუშაობის პრინციპები (სცენაში მოძრაობა, ობიექტების გადაადგილება)
  • მონიშვნის პრინციპები
  • 3D Max ინტერფეისი

Workshop 2 – მარტივი ობიექტები

  • ლეიერებზე მუშაობა
  • რენდერის პარამეტრები
  • მარტივი ობიექტების შექმნა
  • მოდიფიკატორების განხილვა
  • არსებული ტექსტურების გამოყენება ბილიოთეკიდან

დავალებამარტივი ობიექტებითა და მათზე მოდიფიკაციით სამგანზომილებიანი კომპოზიციის შექმნა

Workshop 3

  • მოდიფიკატორების ზემოქმედება ობიექტზე
  • ხაზების შექმნა და მათი გამოყენება
  • კამერის პარამეტრების მიმოხილვა
  • განათებების მიმოხილვა
  • არსებულ სცენაში კამერის და განათების გამოყენება

დავალება: არსებულ სცენაში განათების დაყენება და რენდერის გაკეთება

Workshop 4

  • ვირეი მატერიალის განხილვა
  • სხვადასხვა მატერიალების შექმნა
  • სარენდერო ეფექტების განხილვა 

Workshop 5

  • პოლიგონალური მოდელირების განხილვა
  • პოლიგონალური მოდელირების ზემოქმედება ობიექტზე
  • სამზარეულოს მოდელირება

დავალება: სამზარეოულოს მოდელირება,ბიბლიოთეკიდან შემოტანილი ობიექტების პოლიგონებით მოდიფიკაცია

Workshop 6

  • ავეჯის მოდელირება
  • ინტერიერის სცენის 3ds max-ში შემოტანა და დამუშავება
  • პლაგინები: relink,prune,copy და floor generator
  • Vray-ის განვრცობილი მატერიალების განხილვა

დავალება: სამზარეულოს სრული ინტერიერის რენდერი

Workshop 7

  • HDRI ის დაყენება
  • ARCHICAD ში აწყობილი გეგმარების 3Dmax-ში შემოტანა
  • ნახაზის მიხედვით 3ds max -ში გეგმის შექმნა.
  • Corona ობიექტების vray ობიექტებად კონვერტაცია
  • დაკარგული ტექსტურების აღდგენა

დავალება: აქსონომეტრიული რენდერის გაკეთება

Workshop 8

  • კამერების დაყენება ინტერიერში
  • ყალბი განათებების გამოყენება ინტერიერში
  • სცენი საბოლოო რენდერისთვის მომზადება
  • საბოლოო სცენის სწორი ექსპორტი

დავალება: სამზარეულოს ინტერიერის მოწყობა, რენდერი და სამუშაო ფაილის ექსპორტი

Workshop 9 

  • სველი წერტილის განხილვა
  • სველწერტილში კამერების განლაგების პრინციპები
  • სველიწერტილის განათების პრინციპები
  • პროქსი ფაილი
  • 360 რენდერი

დავალება: სველი წერტილის რენდერი: 3 ხედი და 360 გრადუსიანი

Workshop 10

  • საფინალო დავალების შეფასება
  • რენდერის PHOTOSHOP-ში დამუშავება
  • სამომავლო რჩევები და რეკომენდაციები