header-logo
header-logo
სოციალური მედიის კურსი

სოციალური მედიის კურსი

1 თვე
Online

სოციალური მედიის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. 


კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.


ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.


რატომ უნდა აირჩიო სოციალური მედიის კურსი?


სოციალური მედიის მენეჯმენტი დღეს არ არის მხოლოდ კონტენტის გამოქვეყნების ადგილი — ეს არის ყველაზე ძლიერი არხი ბიზნესისა და პირადი ბრენდის გასაზრდელად. 


ჩვენი სოციალური მედიის კურსი დაგეხმარება ზუსტად გაიგო, როგორ შექმნა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია, როგორ დაგეგმო კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის და როგორ მართო ეფექტური კამპანიები Facebook-სა და Instagram-ზე.


კურსის განმავლობაში მენტორები გაგიზიარებენ რეალურ გამოცდილებას — ისწავლი როგორ უნდა მართო Meta Business Suite, როგორ უნდა გამოიყენო Facebook Pixel, როგორ ააწყო მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები და როგორ გაზომო მათი შედეგი. 


ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ კომუნიკაციის სტრატეგიაზე, აუდიტორიის ანალიზსა და ბრენდის ტონზე.


რას ისწავლი კურსზე?

შეისწავლი სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნას, სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებას და კონტენტ კალენდრის დაგეგმვას. გაიგებ როგორ უნდა შექმნა კონკურენტუნარიანი პოსტები, როგორ გამოიყენო ვიდეო და ვიზუალური ელემენტები ბრენდის გაძლიერებისთვის. 


ასევე შეისწავლი რეკლამის საფუძვლებს Meta პლატფორმებზე, მისი ფორმატების თავისებურებებს და გაიგებ როგორ შექმნა ისეთი კამპანიები, რომლებიც რეალურად ზრდის გაყიდვებს და აუდიტორიის ჩართულობას.


ვისთვის არის განკუთვნილი სოციალური მედიის კურსი?

სოციალური მედიის კურსი განკუთვნილია დამწყები მარკეტერებისთვის, სტუდენტებისთვის, ბიზნესის მფლობელებისა და კონტენტ კრეატორებისთვის, რომლებიც სურთ სოციალური მედიის მართვის, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის სწავლა.


ხშირად დასმული შეკითხვები

  • რა პლატფორმებს შევისწავლი კურსზე?

  • კურსის განმავლობაში შეისწავლი Meta Business Suite-ის, Business Manager-ის, Facebook Pixel-ისა და სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენებას.


  • რამდენ ხანს გრძელდება სოციალური მედიის კურსი?

  • SMM კურსი გრძელდება 1 თვეს და ის მოიცავს 10 ლექციას


  • საჭიროა თუ არა გამოცდილება კურსზე მოსახვედრად?

  • არა, კურსზე მოსახვედრად გამოცდილება არ არის აუცილებელი.

  • გაიცემა თუ არა სერთიფიკატი?

    • დიახ, კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს

  • სად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ?

  • კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ მუშაობას სოციალური მედიის მენეჯერის, კონტენტ
    მენეჯერის ან ციფრული მარკეტერის პოზიციაზე, როგორც სააგენტოებში და კომპანიებში, ასევე ფრილანსერად ან საკუთარი ბრენდის განვითარებაზე.

განრიგი

გაეცანი კურსების დეტალურ განრიგს

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

მარიამ ჭყონია

: 24 ნოე. 2025

კონტენტ ლიდი


მისი მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა 2019 წლიდან იწყება. სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში, თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე მოხვდა პატარა სააგენტოში, მისტერში. სწორედ ამ სააგენტოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრინტ კონკურსში, სადაც დაიკავა მესამე ადგილო. 

მაგისტრატურაზე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ურთიერთობების განხრით განაგრძო. 

2019 წელს მუშაობა დაიწყო სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. 2021 წლიდან საკომუნიკაციო სააგენტო Kraken-ის გუნდს შეუერთდა, კონტენტ ლიდის პოზიციაზე, სადაც დღემდე მუშაობს.

სანამ Kraken-ის გუნდს შეუერთდებოდა, მუშაობდა Watergunz-ში და Tegeta Motors-ში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: რედისონ ბლუ ივერია, ევექსის კლინიკები, პორშე, მაზდა, ამბოლი, Wendy’s, GSF-ი და ა.შ

მონაწილეობა მიუღია ისეთ კონკურსებში, როგორიცაა: Young Lions Georgia, ACAG-ის პრინტი და ა.შ.

1 თვე
,
20:00 -

სილაბუსი

რას ისწავლი
  • სოციალური მედიის როლი მარკეტინგსა და ბიზნესის ზრდაში.
  • სოციალური მედიის მართვისთვის ძირითადი ინსტრუმენტებისა და ტერმინოლოგიის გაცნობა
  • კომუნიკაციის არხების შერჩევა სხვადასხვა ტიპის ბრენდებისთვის.
  • Meta Business Suite-ის შესავალი.
  • კარიერული გზები ინდუსტრიაში.

მათი შთაბეჭდილებები

ჩვენი სტუდენტების შთაბეჭდილებები კურსის შესახებ

გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

გადახდის მეთოდები

ისარგებლე შენზე მორგებული გადახდის პირობებით

მნიშვნელობა არ აქვს, გადახდის რომელ მეთოდს აირჩევ, ნებისმიერ შემთხვევაში ისარგებლებ კურსის ყველა უპირატესობით

სრულად გადახდა
700₾
Save 20%
კურსის ღირებულების სრულად გადახდის შემთხვევაში, თავიდან აიცილებ ყოველთვიურ გადასახადს
განვადების გრაფიკი
1000₾
აირჩიე სასურველი ბანკი და გადაანაწილე თანხა რამდენიმე თვეზე

ჰოდა, გადაწყვიტე უკვე შემოგვიერთდე?

560
700
24 ნოე. 2025

დაგვიკავშირდი