კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ მუშაობს თანამედროვე AI ტექნოლოგიები და როგორ გამოიყენო ისინი რეალური ამოცანების გადაჭრისას.
ასევე ისწავლი Generative AI-ის, მანქანური სწავლებისა და ავტომატიზაციის ძირითად პრინციპებს.
AI კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც სურს უკეთ გაიგოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოიყენოს ისინი პროფესიულ ან შემოქმედებით საქმიანობაში.
AI დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამუშაო გარემოს. თუ გინდა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის მხოლოდ დამკვირვებელი კი არა, მისი აქტიური მომხმარებელი იყო — მაშინ AI კურსი სწორედ შენთვისაა.
AI-ის ცოდნა აღარ არის მხოლოდ პროგრამისტებისთვის — ის დღეს ყველას სჭირდება, ვინც მუშაობს მარკეტინგში, ბიზნესში, განათლებაში, დიზაინში, მედიცინაში ან უბრალოდ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში სურს დროის და რესურსების უკეთ მართვა.
ამ კურსის გავლის შემდეგ მარტივად შეძლებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ნებისმიერ სიტუაციაში — იქნება ეს სამუშაო ამოცანის ავტომატიზაცია, ბიზნესპროცესების გაუმჯობესება, სწავლის გამარტივება თუ ბურგერის მომზადების რეცეპტის მოძებნა.
ხელოვნური ინტელექტის კურსის განმავლობაში მენტორები გაგაცნობენ AI-ის ისტორიას, მუშაობის პრინციპებსა და განვითარების ტენდენციებს. შეისწავლი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ChatGPT, Claude, Midjourney და DALL·E, და ისწავლი მათ გამოყენებას ტექსტის და ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად.
გაიგებ, როგორ მუშაობს AI ბიზნესში — როგორ ეხმარება კომპანიებს გაყიდვების ანალიზში და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზებაში. პრაქტიკული ვორქშოფების დროს თავად შექმნი ავტომატიზაციებს Zapier-ის მეშვეობით, ააწყობ მარტივ სამუშაო პროცესებს, და ნახავ, როგორ შეუძლია AI-ს გაამარტივოს შენი ყოველდღიური დავალებები.
AI პრაქტიკული კურსი დაგეხმარება არა მხოლოდ ინსტრუმენტების გამოყენების შესწავლაში, არამედ იმ აზროვნების ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის. ისწავლი მონაცემების ანალიზს, ავტომატიზაციასა და ინოვაციურ მიდგომებს სხვადასხვა სფეროში.
კურსის მენტორები — გიგი გიორგაძე და აკაკი კურცხალია — ორივე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში. გიგი არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტების მენეჯერი, ხოლო აკაკი — LakLaka AI-ის დამფუძნებელი და ინჟინერი, რომელმაც იმუშავა ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Google და Nvidia. მათი გამოცდილება დაგეხმარება თეორიის პრაქტიკაში გადატანაში.
კურსი მოიცავს 8 ინტენსიურ ლექციას. ეს ერთი თვე გახდება შენი გზამკვლევი მომავლისკენ — სადაც ტექნოლოგია, კრეატიულობა და პრაქტიკული უნარები ერთმანეთს ერწყმის.
ფორმატი: ონლაინ
ფასი: 800₾
ხანგრძლივობა: 1 თვე (8 ლექცია)
გიგი გიორგაძე
ტექნოლოგიების და პროდუქტის მენეჯერი
“ჩემი მიზანია, საქართველოში ადამიანებმა და ბიზნესებმა საუკეთესოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფი განვითარებისთვის”.
გიგი გიორგაძე არის კომაროვის სკოლისა და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
ხელოვნურ ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების ფუნდამენტურად სწავლა 2022 წელს, ChatGPT-ის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მანამდე სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც პროგრამირებასთან და მათემატიკასთან მუდმივი შეხება ჰქონდა, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტზე და მონაცემთა ტექნოლოგიებზე ფოკუსირება სწორი აღმოჩნდა, რადგან მალევე დაიწყო AI-ის განვითარების ახალი ტალღა, რისთვისაც მომზადებული უკვე იყო.
ამ სფეროშია 2022 წლიდან. მუშაობდა საქართველოს ბანკში ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში. იყო GAIA-ს დირექტორი და Skillwill-ის აღმასრულებელი დირექტორი
ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას, რომელიც საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების შესახებ ცოდნის, ინფორმირებულობისა და ამ ტექნოლოგიების ათვისების დონის გაზრდაზე მუშაობს სხვადასხვა პარტნიორთან ერთად. ასევე მუშაობს ბრიტანულ სტარტაპთან და LBS-თან მონაცემთა ტექნოლოგიების საკონსულტაციო პროექტებში.
FAQs:
რა თემებს მოიცავს AI კურსი? - AI კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. კურსის განმავლობაში საშუალება გექნებათ იმუშაოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტუმენტებთან.
საჭიროა თუ არა წინასწარი ცოდნა? - არა, ამ კურსის გავლისთვის წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის
რამდენ ხანს გრძელდება AI კურსი? - AI კურსი გრძელდება 1 თვე (8 ლექცია)
გაიცემა თუ არა სერტიფიკატი? - დიახ, ხელოვნური ინტელექტის კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს
რა კარიერული შესაძლებლობები მექნება კურსის შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ნებისმიერ საქმიანობაში, იქნება ეს კონტენტის შექმნა, ციფრული მარკეტინგი თუ სხვა.
მათი შთაბეჭდილებები
ჩვენი სტუდენტების შთაბეჭდილებები კურსის შესახებ
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
გადახდის მეთოდები
ისარგებლე შენზე მორგებული გადახდის პირობებით
მნიშვნელობა არ აქვს, გადახდის რომელ მეთოდს აირჩევ, ნებისმიერ შემთხვევაში ისარგებლებ კურსის ყველა უპირატესობით