fbpx

ბრენდ ამბასადორი

გამოქვეყნების თარიღი: 9 სექტემბერი - ბოლო ვადა 14 ოქტომბერი

ციფრული ინდუსტრიის აკადემია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

გვჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება ჩვენი გუნდის წევრი და ბრენდის წარმომადგენელი უნივერსიტეტებში, გაგვიწევს გარკვეული სახის პრომოუშენს,  რომლის მიზანი იქნება ბრენდის ცნობიერების ამაღლება სტუდენტებში და  ახალი გაყიდვების შესაძლებლობების წარმოქმნა,  მათთან ეფექტური და სწორი კომუნიკაციის გზით. მან  უნდა შეძლოს ბრენდის პოზიტიური და სანდო იმიჯის შექმნა სტუდენტებში.

ძირითადი მოთხოვნები:

  1. მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი;
  2. მაღალი მოსწრების სტუდენტი ( 3,8 – 4.0 GPA );
  3. მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება-დაგეგმვა და განხორციელება;
  4. სოციალურ მედიაში კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სხვადასხვა აქტივობების სახით.
  5. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  6. სტუდენტებთან კონტაქტის დამყარება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობის და აქტივობების შესახებ;
  7. ჩართულობა საუნივერსიტეტო აქტივობებში;
  8. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მოგვარება, კომპანიის პოპულარიზაციისთვის;

თუ თვლით, რომ გაგაჩნიათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარები და ხართ ენთუზიაზმით სავსე, განვითარებაზე ორიენტირებული გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@noxtton.com ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი კოპანიის ვებ-გვერდს: http://www.digitaledu.ge  გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას.