fbpx
,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით”

თარიღი: 5 July, 2022

,,ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანია, რომ მუდმივად სწავლის, განვითარების და სიახლეების ძიების პროცესში უნდა ვიყოთ.”

დღეს, ია სვანიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ია სვანიძე, პროფესიით ეკონომისტი.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით, როდესაც ვნახე რამდენიმე უკვე გარემონტებული ბინა, გამიჩნდა კითხვა: ,,ნუთუ მხოლოდ ეს არის?“ და მაშინვე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ვიყიდდი ფართს შავი კარკასის კონდიციით და თავად ჩავერთვებოდი, როგორც სარემონტო საქმიანობაში, ასევე ინტერიერის მოწყობაშიც. ამის შემდეგ, ვეცნობოდი ინფორმაციებს ამ საკითხზე, მეგობრის რჩევით კი გადავწყვიტე უკვე პროფესიონალურად შემესწავლა ეს სფერო.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მეგობარმა მირჩია თქვენი აკადემია, სიმართლე გითხრათ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა სამსახურთან ერთად ამ ყველაფრის განხორციელება. გავესაუბრე თქვენს წარმომადგენელს, თათას და შემირჩია ჩემს სამუშაო გრაფიკზე მორგებული კურსი და ასევე კურსის მსვლელობისას რამდენჯერმე დამეხმარა ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი და 3D Max-ის კურსი. ისეთი საინტერესო პერიოდი იყო კურსის მიმდინარეობა, დიდი ინტერესით ველოდი ყოველ მომდევნო ლექციას, სხვა ვერაფერზე ვახდენდი კონცენტრირებას და ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ღამეებსაც კი ვათენებდი დავალების შესასრულებლად, დროის შეგრძნებას მაკარგვინებდა ამ ყველაფრის კეთება.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ და აღვიქვამ, ფერებს, განათებას, ავეჯის წყობას და ბევრ სხვა წვრილმან დეტალებსაც. იმას, რასაც ადრე ვერც კი ვამჩნევდი.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

-მენტორი..

ინტერიერი დიზაინის მენტორი იყო ელენე სხვიტარიძე – ძალიან ნიჭიერი და კრეატიული ინტერიერის დიზაინერი, ახლაც მახსოვს მისი სიტყვები: ,,არ შეგეშინდეთ შეცდომების, პირიქით ამ შეცდომების გამოსწორებით მეტს ვისწავლით კურსის განმავლობაში, მეტი კითხვა ნიშნავს მეტ პასუხს და ინფორმაციას,, – ამით ის გამბედაობას და სტიმულს გვმატებდა. 3D Max – ის მენტორი – ივანე გავაშელიშვილი, საოცარი ადამიანია, ისე თანმიმდევრულად, მარტივად, გასაგებად და ამომწურავად გვიხსნიდა, მრცხვენოდა ხოლმე კითხვის დასმა, ყველა ჩვენს კითხვას თუ ტექნიკურ პრობლემას დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდა. უდიდეს მადლობას ვუხდი ორივეს და თქვენს აკადემიას.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს და მათ შორის საკუთარ თავსაც ვურჩევ, რომ არასოდეს შევწყვიტოთ პროფესიული ზრდა, ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანია, რომ მუდმივად სწავლის, განვითარების და სიახლეების ძიების პროცესში უნდა ვიყოთ, არასოდეს შევუშინდეთ სირთულეებს და რაც მთავარია გვიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებთ, ვინაიდან არაფერი გამოდის სიყვარულის გარეშე. მე პირადად ძალიან შემიყვარდა ეს სფერო, ის მაძლევს საშუალებას ვისიამოვნო ამ ყველაფრის კეთებით და სხვასაც ვასიამოვნო, მიხარია რომ მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ მქონია ამ პროფესიასთან, მაინც შევძელი ალღო ამეღო მისი ანაბანისათვის.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ორივე კურსზე სხვადასხვა ფინალურ პროექტზე ვიმუშავეთ. მთავარი მიზანი იყო, მისაღებში არსებული ინდუსტრიული სტილის დეტალი და თანამედროვე სტილი ისე მომეყვანა ერთმანეთთან სინთეზში, რომ ქაოსი არ გამოეწვია. გარდა ამისა, მე უკვე მაქვს შესრულებული ერთი პატარა ფართის პროექტი, სადაც მთავარი კონცეფცია და სტილი ეფუძნება კომფორტს, სიმშვიდესა და სიმსუბუქეს. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ყველა სახლს თავისი ფერი და სუნი აქვს და ეს უკანასკნელნი, ამ სახლის ისტორიას ჰყვება.

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"

,,ყველაფერი დაიწყო საკუთარი სახლის ყიდვის სურვილით"