fbpx
გრაფიკული დიზაინი

ყოველდღიურობის ინსპირაციით შექმნილი ილუსტრაციები – ირაკლი ბერბერაშვილი

თარიღი: 29 September, 2020

,,ხატავ ყველგან და ყოველთვის: მეტროში, ავტობუსში, სახლში რემონტის დროს, სტომატოლოგიური კლინიკის მოსაცდელში.” -ირაკლი ბერბერაშვილი

ყოველდღიურობაში უამრავი დეტალით შეიძლება ინსპირაციის პოვნა, მთავარია სწორ მინიშნებებს მიაქციოთ ყურადღება. სწორედ ყოველდღიური ცხოვრება გახდა ირაკლი ბერბერაშვილისთვის ინსპირაციის წყარო, მან საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები შექმნა, ცოტა იუმორი, ვინტაჟური სტილი და საინტერესო ფრაზები.

გრაფიკული დიზაინი

მე…

ერთფეროვნება არასდროს მიყვარდა, ამიტომაც სულ ვცდილობდი ბევრ სფეროს შევხებოდი. ზოგადად, სწავლის პროცესი ძალიან მსიამოვნებს და პატარა, დადებული შედეგის შემჩნევაც დიდ სიხარულს მგვრის.

გრაფიკული ხატვის გარდა გატაცებული ვარ ფირის ფოტოგრაფიით, ვსწავლობ და ვუკრავ ელექტრო გიტარაზე, კოვიდ 19-ის პანდემიის დროს გამიტაცა ასევე კერვამ და ხელოვნურ ტყავზე მუშაობამ. ძალიან მიყვარს ძველი, ვინტაჟური და სახლში, ხელით შექმნილი ნივთები.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

ნამუშევრები…

ილუსტრაციების საჯაროდ გაზიარებაზე უმეტესად უარს ვამბობდი, მაგრამ, მეგობრების მხრიდან მოწონებამ, შემდეგ სრულიად უცხო ადამიანების უკუკავშირმა, დიდი სტიმული მომცა და ხალისი ნამდვილად მომემატა.

გრაფიკული დიზაინი

სამუშაო პროცესი…

სამუშაო პროცესი ძალიან სასიამოვნოა, შენ თავს უსმენ, ფიქრობ და ცდილობ შენი თუ შენი საყვარელი ადამიანების ემოციები და გრძნობები სწორად და ესთეტიურად გადმოიტანო ციფრულ ფურცელზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს 1 საათი, რამდენიმე დღე ან თუნდაც თვე. ხატავ ყველგან და ყოველთვის: მეტროში, ავტობუსში, სახლში რემონტის დროს, სტომატოლოგიური კლინიკის მოსაცდელში…

გრაფიკული დიზაინი

ინსპირაცია…

ინსპირაციის წყარო მარტივად, რომ ვთქვა საყვარელი წიგნები, კინოები, მუსიკა და ანიმებია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა არტისტების სოციალურ ქსელებში ნანახი ილუსტრაციები, ფოტოები, ჩემი და ჩემი მეგობრების სხვადასხვა მომენტები ცხოვრებიდან, მაგ დროს დაჭერილი განცდები და კიდევ რაღაცნაირად – ძველი თბილისი.

მინდა ეს ყველაფერი გავაერთიანო და ნაცნობი ცხოვრებისეულიც იყოს, ქართულიც და სულ ოდნავ იაპონიის ესთეტიკისკენაც გადახრილი (მგონი). მინდა უფრო სერიოზულად მივუდგე ამ საქმეს და უფრო იგრძნობოდეს ჩემი ხელწერა. ახლაც, აღმოჩენისა და ძებნის ფაზაში ვარ.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება