fbpx
არტ დაირექშენი

ვინ არის არტ დირექტორი?

თარიღი: 4 June, 2019

ვინ არის არტ დირექტორი?

არტ დირექტორი – არის ყველაზე შემოქმედებითი სამუშაო პოზიცია სარეკლამო სააგენტოების, დიზაინ სტუდიოების, ფილმისა და მუსიკის ინდუსტრიაში. სხვადასხვა კომპანიაში განსხვავებული მოვალეობები აქვთ არტ დირექტორებს, თუმცა მთავარი მიზანი გუნდისთვის კრეატიული ინსპირაციის მიცემა და მათი პოტენციალის სწორად გამოყენებაა.

ციფრული ინდუსტრიის წარმატებაში მთავარი როლი შემოქმედებით ადამიანებს ეკუთვნით და არტ დირექტორის მოვალეობა ასეთი ადამიანების იდეებისა და რესურსისთვის სწორი მიმართლების მიცემას გულისხმობს. გუნდში სწორი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებას, რაც ახალი ხედვების აღმოჩენისა და ბევრი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა.

არტ დირექტორი

არ არსებობს კონკრეტული ფორმულა, რომელიც ადამიანს დაეხმარება რომ არტ დირექტორი გახდეს, თუმცა არსებობს გარკვეული დისციპლინები და თვისებები, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება : დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გუნდის მოტივაციის მუდმივი კონტროლი.

უკეთესი და შემოქმედებითი წარმოდგენისათვის არტ დირექტორის პროფესია შეიძლება შეფ-მზარეულის პროფესიას შევადაროთ, სწორ ინგრედიენტებზე მუშაობა და გემოვნების სწორი კოლაბორაცია ყოველთვის საუკეთესო გემოს გვაძლევს, ასევე კრეატიულ ინდუსტრიაში მხოლოდ არტ დირექტორზეა დამოკიდებული გუნდის კრეატივის ეფექტურად წარმოჩენა და საბოლოო შედეგი.

არტ დირექტორის მოვალეობა

არტ დირექტორის მოვალეობა გულისხმობს გუნდის თითოეული წევრის პოტენციალის იდენტიფიცირებას და მათი ხედვების სწორად, პროდუქტიულად გამოყენებას. ასევე კრეატიული გარემოს შექმნასა და სწორ გავლენას გუნდის იდეებზე.
არტ დირექტორს ევალება კონკრეტული ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის სიღრმისეული ცოდნა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა. ის თითქოს მედიატორის როლსაც ასრულებს დიზაინერებსა და მწერლებს შორის, ვიზუალი და ტიპოგრაფია ერთანაირად გასაგები რომ იყოს აუდიტორიისთვის შრიფტის, სიტყვებისა და გამოსახულებების საშუალებით.

art direqtoriმნიშვნელოვანია არტ დირექტორი იერარქიულ ავტორიტეტად არ იქცეს გუნდისათვის, მას უნდა შეეძლოს შენიშნვებს სწორი ფორმა მისცეს და ჯანსაღი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს , რადგან მიღწეული წარმატება მხოლოდ გუნდურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

თუკი თქვენთვის საინტერესო და ინფორმაციული იყო ის ეტაპები რაც არტ დირექტორის პროფესიასთან დაკავშირებით განვიხილეთ და სამომავლოდ თქვენი მიზანიც კრეატიულ ინდუსტრიაში ამ პოზიციის დაკავებაა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია იწყებს არტ დაირექშენის კურსს.

არტ დაირექშენის კურსი