,,ვამჩნევ ისეთ დეტალებს, რაზეც ადრე ყურადღებას არასდროს ვამახვილებდი. “
თარიღი: 19 April, 2022
,,კურსის განმავლობაში გამოვიმუშავე არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ თეორიული მიმართულებით მნიშვნელოვანი უნარები.”
დღეს გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, ნატა გარსევანიშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-მე ვარ…
გამარჯობა, მე ვარ ნატა 23 წლის, გრაფიკული დიზაინერი. უნივერსიტეტი დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ამ ეტაპზე კი მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს საკუთარი ხელოვნების სტუდია, Reart Studio 360°.
-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?
ვიზუალური ხელოვნებით რამდენიმე წელია, რაც დავინტერესდი. ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა მხატვრობასთან შეხება. 1 წლის წინ კი გადავწყვიტე, რომ მეც მეცადა საკუთარი თავი ამ სფეროში და შემესწავლა გრაფიკული დიზაინი.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
თქვენს გვერდს ინტერნეტში დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალს და როგორც კი გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის შესწავლა უკვე ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
მე გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ძალიან კმაყოფილი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე არანაირი ცოდნა არ მქონია ამ მიმართულებით, თუმცა კურსის განმავლობაში გამოვიმუშავე არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ თეორიული მიმართულებით მნიშვნელოვანი უნარები.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?
კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკული ცოდნის მიღების გარდა, შემეცვალა გარემოს ვიზუალური აღქმა. სულ სხვა თვალით ვუყურებ გარემოს და ვამჩნევ ისეთ დეტალებს რაზეც ადრე ყურადღებას არასდროს ვამახვილებდი.
-მენტორი..
ჩემი მენტორი იყო თიკო თაბუაშვილი, ადამიანი რომელიც მაქსიმალურ ცოდნას გვიზიარებდა კურსის განმავლობაში, როგორც პრაქტიკულს ასევე თეორიულს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ეს სფერო უფრო მეტად შემიყვარდა კურსის გავლის შემდეგ.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
ჯერჯერობით მეც დამწყები დიზაინერი ვარ და იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სფეროს შესწავლას ან ჩემს ეტაპს გადიან, ვურჩევდი არ შეეშინდეთ დაწყების და მაქსიმალურად ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, ეცადონ დაინახონ წვრილმანები და აქციონ ისინი თავიანთ ინსპირაციად.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ჩემი მეუღლის არტისტ M-ის ნამუშევრები. ის გეომეტრიული აბსტრაქციის მიმართულებით ხატავს, სწორედ მისი ნამუშევრები გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო. მინდოდა შემექნა ისეთი პოსტერების სერია, როგორსაც რეალურად ვისურვებდი მისი მომავალი გამოფენისთვის.
ნახე ნატას ნამუშევრები Behance-ზე.