fbpx
ციფრული მარკეტინგი

,,კურსმა მომცა საშუალება მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა”

თარიღი: 21 April, 2022

,,მთავარი გამოწვევაა, არ ჩამოვრჩეთ ტემპს და თვალი ვადევნოთ თანამედროვე, ცვალებად ტრენდებს.”

დღეს, მარიამ ახვლედიანი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

ჩემ შესახებ..

მე ვარ მარიამ ახვლედიანი, 21 წლის, კავკასიის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ვსწავლობ მარკეტინგის მიმართულებით. ჩემი საყვარელი საქმიანობაა Apple-ის და ზოგადად ტექნოლოგიური პროდუქტების სიახლეების გაცნობა, დაახლოებით 12 წელია სტივ ჯობსი იქცა ჩემს ინსპირაციად და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს ვარ Apple-ის ენთუზიასტი. ასევე მიყვარს და მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩემს სფეროს ეხება, მარკეტინგული წიგნების კითხვა და საინტერესო  მარკეტინგულ კამპანიებზე დაკვირვება.

როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

„ლოქდაუნის“ პერიოდში, როდესაც სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობდა, გადავწყვიტე საკუთარი თავის განვითარებაზე უფრო აქტიურად მეზრუნა. ვესწრებოდი ვებინარებს, გავიარე რამდენიმე სასერტიფიკატო კურსი, ხოლო შემდეგ უფრო სიღრმისეულად მომინდა ციფრული მარკეტინგის შესწავლა და მეგობრის რჩევით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე არჩევანი.

რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული მარკეტინგის კურსი გავიარე, რომელსაც მურთაზ ფუტკარაძე – პრაქტიკოსი ტრენერი უძღვებოდა. იგი გვიზიარებდა არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ მის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიისა თუ პროექტის მაგალითზე. ამ კურსმა მომცა საშუალება მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და დამანახა, რომ ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.

სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ ელექტრონულ აკადემიაში, რომლის მიზანიც ისეთი ტიპის ტრენინგების შემუშავებაა, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ვმუშაობ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რის გამოც მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებებთან მაქვს ყოველდღიური შეხება, განსაკუთრებით კი ციფრულ მარკეტინგთან.

რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

კურსის გავლამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყე მუშაობა, ამიტომ აკადემიის დასაქმების შემოთავაზებებით არ მისარგებლია. თუმცა, მენტორის რეკომენდაციით არაერთი შემოთავაზება მიმიღია, რადგან აკადემია აქტიურად არის ჩართული კურსდამთავრებულების დასაქმების პროგრამაში.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ციფრულ სამყაროში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ამ სფეროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეწყვიტონ განვითარება, რადგან ციფრული სამყარო ელვის სისწრაფით ვითარდება. მთავარი გამოწვევაა, არ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს და თვალი ვადევნოთ თანამედროვე, ცვალებად ტრენდებს.

21-ე საუკუნეში აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მომხმარებლებს, რათა შევქმნათ მათზე მორგებული საუკეთესო გამოცდილება, პროდუქტის ცნობადობიდან – ერთგულ მომხმარებლად ჩამოყალიბებამდე.