fbpx
თაკო სამხარაძე

UI/UX კურსის სტუდენტის-თაკო სამხარაძის ფინალური ნამუშევარი

თარიღი: 23 June, 2020

-მე ვარ…

ჩემი სახელია თაკო, პროფესიით არქიტექტორი,ამ ეტაპზე ვმუშაობ საკუთარ პორთფოლიოზე და ვარ ფრილანსერი.

-რატომ UI UX დიზაინის კურსი?

UI UX დიზაინის კურსის გავლა გადავწყვიტე, რადგან დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ამ სფეროთი. მიმუშავია პატარა პროექტებზე, რის შემდეგაც მომინდა ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლა.

-რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ სფეროსადმი?

ამ სფეროსადმი ინტერესი დაიწყო მეგობრის ფრაზით “არქიტექტორი ხარ და ამასაც შეძლებ”.

-როგორია შენი შთაბეჭდილებები UI UX დიზაინის კურსთან დაკავშირებით?

ზუსტად ის მივიღე, რაც მინდოდა. კონკრეტული პასუხები, კონკრეტულ კითხვებზე.

-შეაფასე შენი თავი კურსამდე და კურსის შემდეგ..

კურსამდე არ ვიცოდი ტექნიკური მხარეები და სიმართლე გითხრათ უფრო მოტივირებული გავხდი.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინე…

თავდაჯერებული გავხდი ჩემს საქმეში.

-რატომ უნდა გაიარო UI UX დიზაინის კურსი, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

UI UX დიზაინის კურსი უნდა გაიარო ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, რადგან აქ არის სწორი მიდგომა, მიყვებიან ინოვაციებს, რაც ჩემი აზრით არანაკლებად მნიშვნელოვანია.

-რას გვეტვყი ლექტორზე?

UI UX-ის ლექტორი ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერია საქართველოში, არის ძალიან ყურადღებიანი. სიმართლე გითხრათ ახლაც მეხმარება და მიფასებს ჩემს ნამუშევრებს.

-მიეცით რჩევა დამწყებებ დიზაინერებს…

ყოველდღე გამოყავით დრო თქვენი საქმისთვის, დააკვირდით გარემოს და გარშემომყოფებს ინსპირაციისთვის.

-რა იყო შენი ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო?

ჩემი საბოლოო ნამუშევარი იყო ზარას ვებ-საიტი,ინსპირაციის წყარო კი კოდაკის ძველი გადაღებული სურათები.

თუ შენც დაინტერესებული ხარ UI/UX დიზაინით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობს კურსს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება