fbpx
ტიპოგრაფია

ტიპოგრაფიის მნიშვნელობა გრაფიკულ დიზაინში

თარიღი: 6 June, 2019

,,ტიპოგრაფია ბევრად მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები’’ – რამდენი ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ამერიკელი ფონტის დიზაინერი მარკ სიმონსონი კი თვლის, რომ დღეს უამრავი ნიჭიერი ფონტ ინჟინერია და ტიპოგრაფიის სფეროსთვის ახლა რენესანსის პერიოდია.

ფაქტია, რომ ტექსტური ვიზუალი ინტენსიურად გამოიყენება გრაფიკულ თუ ვებ დიზაინში ბრენდის რეკლამისთვის და მისი ფართო მასებში იდენტიფიცირებისთვის.
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად ის არის, თუ როგორ წარუდგენ საზოგადოებას გრაფიკულ პროდუქტს, სწორად შერჩეული და თვალისთვის დასამახსოვრებელი ტიპოგრაფიით.

გაიხსენეთ ცნობილი ბრენდები: Google , yahoo. ფონტისა და ფორმის სწორი შერჩევის გამო მარტივად აღიბეჭდა ჩვენს ვიზუალურ მეხსიერებაში. ბევრი ადამიანი თვლის რომ ტიპოგრაფია მხოლოდ ფონტია, თუმცა ეს არის ფერის, ფონტის, მანძილის, ზომის კომპლექსური კომბინაცია და კომპოზიცია.

მარტივად რომ ვთქვათ, ტიპოგრაფია არის პროცესი ვიზუალური მესიჯის შექმნის სიტყვებისა და ფონტის გამოყენებით და მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში. ის არის ვიზუალის ხმა, რომელიც თვალის კომუნიკაციის მეშვეობით გვესაურება.

ტიპოგრაფიის ისტორია

ტიპოგრაფიის ისტორია უძველები ანბანით, იდეოგრამებითა და იეროგლიფებით იწყება, სწორედ უძველესი რომიდან და ათენიდან იღებს სათავეს დამწერლობის სტილისტიკა, რასაც ჩვენ უკვე ტიპოგრაფიის სახელით ვიცნობთ 21-ე საუკუნეში.

tipografia

ტიპოგრაფიის სპეციალისტი ადრიან ფრუტიგერი წერს: თუკი შენთვის შესამჩნევია კოვზის ფორმა, რომლითაც საუზმეს მიირთმევ, ეს არასწორი ფორმაა, კოვზი და ტიპოგრაფია ორივე ხელსაწყოა, ერთი საკვების მიღების პროცესში გეხმარება, მეორე ტექსტური ინფორმაციის მიღებაში, კარგი დიზაინი ნიშნავს იმას, რომ მომხარებელი ვერ უნდა ამჩნევდეს ფორმას, აქედან გამომდინარე ტიპოგრაფია ყოველთვის უნდა იყოს კომფორტული, უბრალო, მაგრამ ლამაზი.

რეალური ფაქტებთან და ტიპოგრაფიის ისტორიასთან გაცნობის შემდეგ აშკარაა, რომ სწორად შერჩეული ტიპოგრაფია ყოველთვის ადეკვატურ მოლოდინს ამართლებს, უბრალოდ ეფექტურად გამოყენებისთვის უნდა იცოდეთ კონკრეტულ აუდიტორიას რომელი ფონტის მეშვეობით ესაუბროთ  და ტიპოგრაფია აუცილებლად საუკეთესო პრეზენტაცია გახდება თქვენი იდეისა და დიზაინისთვის.

შეიძლება ასეც ითქვას, ადამიანი რომელიც ტიპოგრაფიას სწორად იყენებს დიზანში, არტ ქორეოფრაგსაც შეიძლება შევადაროთ, რომელიც მოძრაობების სწორ კომპოზიციაზეა პასუხისმგებელი. და თუკი თქვენი თავი სწორედ ამ სფეროში წარმოგიდგენიათ, სადაც სიტყვები შეიძლება ვიზუალურ ამბებად გადააქციოთ , ციფრული ინდუსტრიის აკადემია იწყებს გრაფიკული დიზაინის პროფესიონალურ კურსს, სადაც შეძლებთ ტიპოგრაფიის შესწავლას.