fbpx
გრაფიკული დიზაინი

“The Letter Shaping Game” – თამაში, რომელიც ფორმების დახვეწაში დაგეხმარებათ

თარიღი: 11 December, 2020

ფონტი, ტიპოგრაფია, ფორმები ბრენდის იდენტობის ნაწილია. ნამუშევარი რომ სრულყოფილი გამოვიდეს აუცილებელია შრიფტებისთვის დახვეწილი და იდეალური ფორმების შექმნა.

იმისათვის, რომ დამწყებმა დიზაინერებმა ივარჯიშონ შრიფტების სრულყოფილ ფორმირებაში არსებობს ერთი ძალიან საინტერესო თამაში სახელად “Shape Type”. თამაშის მიზანია შრიფტის ფორმირება და არასწორად ფორმირებული სიმბოლოს გასწორება.

Shape Type – Bram.us

Shape Type -ი იყენებს HTML5-ს, თამაში შედგება 10 ეტაპისგან. მოთამაშის მიზანია გაასწოროს ცუდად ფორმირებული შრიფტები, დასრულოს დაუმთავრებელი ასოების ფორმა, იმ შრიფტის ტიპის მიხედვით, რომელიც მითითებულია თითოეულ ეტაპზე.

თითოეული ეტაპის შემდეგ მოთამაშეს შეუძლია ნახოს მისი ნამუშევრისა და ორიგინალი შრიფტის შედარება, ის პროცენტულად ხედავს რამდენად ჰგავს მისი ფორმები ორიგინალ ვერსიას, რა შეეშალა და რა უნდა გაასწოროს. Shape Type დიზაინერ Mark MacKay -ს ეკუთვნის.

Shape Type]有趣的英文字母整形遊戲– 重灌狂人

თამაში

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე