fbpx
შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 21 December, 2021

,,ინტერიერის დიზაინი ჩემთვის ხელოვნებაა, სადაც შემიძლია გამოვხატო საკუთარი თავი, თანაც ისე რომ შევქმნა სილამაზე, რომელიც სამომავლოდ კომფორტულ გარემოდ გადაიქცევა.”

დღეს მარიამ მირზაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მარიამ მირზაშვილი, 24 წლის, ხელოვანი, მუსიკოსი. აქტიურად ვხატავ, ვმუშაობ თიხის სკულპტურებზე და ვუკრავ ვიოლინოზე. მაქვს უამრავი გატაცება, რის გამოც ვთვლი რომ ძალიან მრავალფეროვანია ჩემი ცხოვრება. ერთ-ერთ გამორჩეულ ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეზოთერიკა, რამაც მომცა ინსპირაცია იმისა, რომ საკუთარი ნაშრომი შემექმნა ამ თემის ირგვლივ.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

რამდენიმე თვის წინ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა ჩემში დაინახა ,,ხელოვანისთვის დამახასიათებელი ის უნიკალური ხედვა’’ რამაც უბიძგა, გამორჩეული საჩუქარი გაეკეთებინა ჩემთვის ინტერიერის დიზაინის კურსის სახით.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ვფიქრობ საქართველოში არსებულ რამდენიმე აკადემიისგან, ციფრული ინდუსტრიის აკადემიას გამოარჩევს ახალგაზრდების სურვილებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული გარემო.  ვფიქრობ, ციფრული ინდუსტრიის აკადემია არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაეცნო შენთვის საინტერესო, ახალ სფეროს მაქსიმალურად პროფესიულ დონეზე.

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

ინტერიერის დიზაინი ჩემთვის ხელოვნებაა, სადაც შემიძლია გამოვხატო საკუთარი თავი, თანაც ისე რომ შევქმნა სილამაზე, რომელიც სამომავლოდ კომფორტული და საყვარელი გარემო იქნება ადამიანებისთვის, რაც დამეთანხმებით რომ უდიდესი სიამოვნებაა. გარდა ამისა, საკუთარი ხედვის გადმოტანა რეალურ სივრცეში, სიახლეების დანერგვა და საკუთარი ნიჭის პროფესიად გარდაქმნა, ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის საოცნებო იქნებოდა.

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ…

ინტერიერის დიზაინის კურსი იყო ძალიან მრავალფეროვანი, მოიცავდა როგორც საკმაოდ დიდ ტექნიკურ ნაწილს, ასევე არქიტექტურასა და თავად ინტერიერის დიზაინს, რამაც კიდევ უფრო დიდი აღტაცება გამოიწვია ჩემში, რადგან ნამდვილად წარმოუდგენელი მეგონა, რომ 8 ლექციაში შესაძლებელი იყო მიგეღო ამხელა ცოდნა და რადიკალურად შეგცვლოდა ხედვა, გაზრდილიყავი, რაც თავისთავად ლექტორის დამსახურებაა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

კურსის მეშვეობით გავხდი ბევრად უფრო კრიტიკული, დაკვირვებული დეტალების მიმართ და ვისწავლე ბალანსი. ყოველთვის როდესაც ამა თუ იმ ობიექტზე ვიმყოფები, ვიწყებ ხანგრძლივ თვალიერებას და შესწავლას თითოეული მასალის, სტილისა თუ ტექნიკის, რასაც ადრე არასდროს ვაკეთებდი.

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

-ლექტორი

თათა სვანაძე… ბევრი შემიძლია გესაუბროთ ამ ადამიანზე. ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ძალიან მარტივად დასანახი და აღსაქმელია, როდესაც ადამიანი შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე, ამ დროს ბევრად უფრო სასიამოვნოა მისგან სწავლა. ძალიან მშრომელი, ნიჭიერი და გამორჩეული ხედვის მქონე ადამიანია, რომლისგანაც გაქვს შესაძლებლობა ძალიან ბევრი ისწავლო.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს მივცემ იგივე რჩევას, რაც მივიღე თავად, რომ თუკი ეს ის საქმიანობაა, რისი კეთებაც გსიამოვნებთ, იშრომეთ თავდაუზოგავად და არასდროს დანებდეთ.

ინსპირაციის წყარო..

ჩემი ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო იყო სწორედ საკუთარი ხელოვნების გამოხატვა ინტერიერში. თითოეულ პროექტში ჩანს ჩემი ხასიათი. ჩემი საყვარელი მხატვრის – ეგონ შილეს ნამუშევრები, ბუნების ელემენტები ინტერიერში, რაც გამოხატავს როგორც ჩემი, ისე ზოგადად, ადამიანის ბუნებასთან კავშირს.

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ