fbpx
ვებ დეველოპმენტი

შთაბეჭდილებები ვებ დეველოპმენტის კურსის შესახებ

თარიღი: 28 December, 2021

,,ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, შესაბამისად, ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება.”

დღეს, ელენე ხუბუა მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ვარ ელენე ხუბუა. ვმუშაობ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირების კოორდინატორის პოზიციაზე. პროფესიით ვარ სამართალმცოდნე.

-როდის გაჩნდა თქვენი ინტერესი დეველოპმენტის მიმართულებით?

ვებ პროგრამირების შესახებ სოციალურ ქსელში შემხვდა ვიდეო, რომელსაც ვუყურე და ძალიან მომეწონა. იმ წამსვე გამიჩნდა სურვილი მეტი გამეგო და მალევე დავიწყე ინფორმაციის მოძიება.

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავლილი Frontend Development (HTML & CSS) კურსი არის ჩემი პირველი შეხება ამ სფეროსთან.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ვებ პროგრამირების შესახებ ინფორმაციის ძიების პროცესში, რამდენიმე სასწავლო ცენტრი აღმოვაჩინე. დავათვალიერე ვებ გვერდები, გავეცანი სილაბუსებსა და შემოთავაზებულ პირობებს. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით კი არჩევანი შევაჩერე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე.

ვებ დეველოპმენტი

ვებგვერდის ნახვა შეგიძლია აქ.

-შთაბეჭდილებები კურსის შესახებ..

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კურსი არის კარგად ორგანიზებული. ლექციების რაოდენობა და ხანგრძლივობა არის ოპტიმალური. ჩემთვის ყველა ლექცია იყო ნაყოფიერი და სიამოვნებით ვასრულებდი დავალებებს. მოლოდინები ნამდვილად გამიმართლდა, ამიტომ გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ციფრული ინდუსტრიის აკადემიას და ვებ პროგრამირების კურსს.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსმა მომცა..

Front-end აპლიკაციის აწყობა, HTML და CSS ტექნოლოგიების გამოყენება, მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა.

-ლექტორი..

ჩემი ლექტორი იყო ქრისტინა მაკალათია, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი. აქვს გადმოცემის და ახსნის ძალიან კარგი უნარი, რაც ამ სფეროში  მნიშვნელოვანია. ნებისმიერი საკითხი, რაც თავიდან რთულად მეჩვენებოდა, ქრისტინას ახსნის შემდეგ იყო სრულიად გასაგები. მისი დამსახურებაა, რომ ყველა ლექცია იყო ნაყოფიერი, არცერთი წუთი არ დაგვიკარგავს და ყველა საკითხი საფუძვლიანად გავიარეთ.

-ვებგვერდის იდეასა და სამუშაო პროცესზე, რომ მოგვიყვეთ..

საფინალო პროექტზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. ამ კურსის ფარგლებში, ყველა ლექციისთვის ვასრულებდი თემატურ დავალებებს, თუმცა საფინალო პროექტში უკვე ერთიანად გამოვიყენე მიღებული ცოდნა. ამასთან, კოდის წერა ჩემთვის სასიამოვნო პროცესია.

-თქვენი აზრით რატომ არის ეს სფერო მნიშვნელოვანი?

ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, შესაბამისად, ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. ვებ დეველოპმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, რადგან ვებგვერდი ნებისმიერი საჯარო თუ კერძო სექტორის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.