fbpx
UI&UX დიზაინი

შთაბეჭდილებები UI&UX დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 17 August, 2021

,,ბევრად უფრო დაკვირვებული გავხდი ხატვის პროცესში, სტრუქტურულად სწორ ხატვას მივეჩვიე.”

დღეს ვატო კვანტრიშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ…

მე ვარ ვატო კვანტრიშვილი UI&UX დიზაინერი. ამჟამად არ ვმუშაობ, რადგან წამოვედი სამსახურიდან და სწავლაც შევაჩერე. მიზეზი კი ამ სფეროსადმი ჩემი წარმოუდგენელი ინტერესი გახლავთ.

თუმცა პორტფოლიოზე ვმუშაობ და შეიძლება ეგეც ჩაითვალოს ერთგვარ სამსახურად, რომელიც დასაქმებაში უნდა დამეხმაროს. ამ ეტაპზე პორტფოლიოსთვის რამდენიმე ნამუშევარი მაქვს გამზადებული და მათი მოქაფების მომზადების პროცესში ვარ.

-რატომ UI & UX დიზაინი?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. წლები ვხატავდი, შემდეგ ვხაზავდი (არქიტექტურულზე), შემდეგ სხვადასხვა პროგრამებში Facebook ფეიჯების ქოვერებზე ვმუშაობდი და აქედან გამომდინარე უცხო არაა ჩემთვის Ui-ს ნაწილი.

რაც შეეხება UX-ს, არც მისგან ვარ შორს, რადგან მომხმარებლებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. თუმცა ვფიქრობ UX იმდენად დიდი სფეროა, რომ ამ მიმართულებით შორს წასვლას წლები და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება.

-რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ სფეროსადმი..

მეგობარმა.

-შთაბეჭდილებები UI & UX დიზაინის კურსის შესახებ..

კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ ვისწავლე ამ კურსის განმავლობაში.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ბევრად უფრო დაკვირვებული გავხდი ხატვის პროცესში, სტრუქტურულად სწორ ხატვას მივეჩვიე.

-ლექტორი..

ლექტორზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მთელი გული და სული ჩადო ჩვენს სწორ გზაზე დაყენებაში.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დღეში ერთი ან ნახევარი საათი მაინც გამოყავით სხვების ნამუშევრების თვალიერებისთვის, იკითხეთ სხვადასხვა სტატიები. საკუთარ თავზე მუშაობა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ, რამეს თუ ვერ გაიგებთ, და ეს „რამე“ მერწმუნეთ, აუცილებლად იქნება, დაგუგლოთ, ან იუთუბზე ნახოთ – ამ ორი პლატფორმის სწორი გამოყენება პირდაპირ კავშირშია თქვენს განვითარებასთან.

და, რაც მთავარია, ხატეთ, ყოველდღე ხატეთ. თუ კომპიუტერი თან არ გაქვთ, ხელით ხატეთ. ვიცი, რომ აუცილებლად გექნებათ იდეების პრობლემები, მაგრამ არც მაგაზე იდარდოთ. დროის განმავლობაში იდეებიც მოვა, მთავარია ხატოთ. გადახატვას რაც შეეხება, დასაწყისისთვის მაგაზე კარგს ვერაფერს იზამთ!

-შთაგონება..

ინსპირაციის წყაროებს ძირითადად სხვისი ნამუშევრების თვალიერებისას მიღებული ცოდნით ვიღებ ხოლმე. მაგრამ, ისე, ყველა ჩემი ნამუშევრის ინსპირაციის წყარო ის იდეებია, რომელიც აქამდე ვერც რეალურ მხატვრობაში და ვერც არქიტექტურაში, ვერ გადმოვეცი.