fbpx
შთაბეჭდილებები UI/UX დიზაინის კურსის შესახებ

შთაბეჭდილებები UI/UX დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 26 October, 2021

,,ვფიქრობ, აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, კარგი ლექტორებით და გამორჩეული ენთუზიაზმით.“

დღეს თაკო ჩხიკვაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მოგესალმებით, მე გახლავართ თაკო ჩხიკვაძე 19 წლის. ამჟამად არ ვმუშაობ, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ბოლო დროს გავაანალიზე, რომ რეალურად სხვა ინტერესები და გატაცებები მქონდა.

-რატომ UI/UX დიზაინი?

UI/UX დიზაინი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, საინტერესო და განვითარებადი პროფესიაა, არჩევანის გაკეთება არ ყოფილა რთული.

UI&UX დიზაინი

-რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ სფეროსადმი?

ამ პროფესიის აღმოჩენისთანავე გაჩნდა ინტერესიც. დავფიქრდი უამრავ საკითხზე რაზეც აქამდე არასდროს მიფიქრია, დავიწყე არსებულ საიტებზე დაკვირვება, ფიქრი იმაზე თუ რა იდგა კარგი დიზაინის უკან, ვათვალიერებდი სხვების ნამუშევრებს და მივხვდი როგორი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია UI/UX დიზაინს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

-შთაბეჭდილებები UI & UX დიზაინის კურსის შესახებ..

კურსი ნათელ წარმოდგენას გიქმნის არამხოლოდ პროფესიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს სფერო. UI/UX დიზაინი არ არის მხოლოდ უჯრების გაკეთება, ფოტოების ან ტექსტების ჩაყრა, იგი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე შორიდან ჩანს.

კურსი უფრო მეტად ორიენტირებულია ტექნიკურ საკითხებზე, დასრულების შემდეგ კი შეძლებ შექმნა ტექნიკურად გამართული პროდუქტი და დაიწყო შენი ნამუშევრების იდეური კუთხით განვითარება.

Ui&UX დიზანი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

არ ვიცი, ეს უნარია თუ შეპყრობილი ხარ, მაგრამ UI/UX დიზაინი და მისი პრინციპები რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანე და ვისწავლე დაკვირვება, დაკვირვება დეტალებზე, წესრიგსა და პროპორციებზე.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ვფიქრობ, აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, კარგი ლექტორებით და გამორჩეული ენთუზიაზმით.

-ლექტორი..

გიგისთან მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო, განსაკუთრებით მომწონდა მისი მონდომება და სწორი მიდგომები.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

რთულია იყო დამწყები დიზაინერი, როცა უმეტესად არ მოგწონს შენი წინა ნამუშევარი ან ფიქრობ არ გამოგდის, მაგრამ ამ სფეროს შრომასთან ერთად დროც დიდი სჭირდება.

ის, რომ შენი წინა ან არსებული ნამუშევარი არ მოგწონს ნიშნავს, რომ გიყალიბდება კარგი დიზაინის აღქმა. ჩემი რჩევა იქნება არ შეწყვიტოთ კეთების პროცესი და დრო მისცეთ საკუთარ თავებს. და რა თქმა უნდა  სქროლეთ ბევრი.

-ნამუშევრის შთაგონება..

როგორც წესი ინსპირაციის წყარო სხვების ნამუშევრებია ხოლმე, ამასთან ერთად, ვცდილობ ჩემი ნამუშევრების ინსპირაციის წყარო თავად ვიყო.

ui&ux დიზაინი

UI&UX დიზაინიUI&UX დიზაინი