fbpx
UI&UX დიზაინი

შთაბეჭდილებები UI/UX დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 9 August, 2022

,,კურსი იყო საკმაოდ დატვირთული, შეხვედრები ორგანიზებულად მოიცავდა, როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ ნაწილს.“

დღეს სალომე მოსიავა მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ სალომე, ფრილანსერი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, თუმცა, რადიკალურად შევიცვალე პროფესია და რამდენიმე წელია ვმუშაობ ფრილანსერად, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებთან.

დიზაინი

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ინტერესი ყოველთვის მქონდა. მაშინაც კი, როცა არ ვიცოდი დიზაინის პრინციპები – ნებისმიერ პროცესში ვიზუალს დიდ ყურადღებასა და დროს ვუთმობდი. ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო და საბოლოო შედეგი კი – ყოველთვის ბევრად ეფექტური.

კონკრეტულად UI/UX დიზაინისადმი ინტერესი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც დავაგროვე გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავლილი მქონდა ბრენდ დიზაინის კურსი, რომელმაც მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. ამიტომ, როცა UI/UX კურსის გავლა გადავწყვიტე, პირველად აკადემიის შემოთავაზებები და სილაბუსი ვნახე.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე UI & UX დიზაინის კურსი. კურსი იყო საკმაოდ დატვირთული, შეხვედრები ორგანიზებულად მოიცავდა, როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

ფოკუსი მომხმარებლის გამოცდილებაზე – გააზრება იმის, რომ ნებისმიერი დიზაინის გაუმჯობესება ამ კუთხით ყოველთვის შესაძლებელია და დროსთან ერთად აუცილებელიც ხდება.

-მენტორი..

მენტორი კურსზე იყო გიგი მანიჟაშვილი. მისგან ინდივიდუალურად ვიღებდით დეტალურ შეფასებას თითოეულ დავალებაზე. ეს არის ის, რაც ონლაინ კურსებზე ხშირად არ ხდება და აუცილებელია პროდუქტის დიზაინის სწავლისთვის.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, თამამად მოსინჯონ ძალები სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება დიდი გამოცდილება და გზა, რომელიც სასურველ სფერომდე მიგიყვანთ.

UiUX დიზაინი

-ფინალური ნამუშევარი..

ფინალური პროექტი უნდა ყოფილიყო E-Commerce Website (ონლაინ მაღაზია), გვქონდა მოცემული ბრიფი. სირთულემ არ შემაშინა, პირიქით, მოტივაცია მომცა, რომ მემუშავა საბოლოო პროდუქტზე ბრიფის შესაბამისად.