fbpx
მოუშენ დიზაინი

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 16 November, 2021

,,ახლა, სულ სხვანაირად ვუყურებ ყველა ფიზიკურ მოძრაობას, ძალაუნებურად ვსახავ ამოცანად და ვფიქრობ, როგორ გადავიტანო ეკრანზე.“

დღეს ლედი ნემსიწვერიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ლედი ვარ. ძალიან მიყვარს მრავალფეროვანი ცხოვრების წესი. სწორედ ამან განაპირობა მოუშენ დიზაინით დაინტერესება, რომელიც ჩემი პროფესიებისგან რადიკალურად განსხვავდება.

მაქვს ბევრი ჰობი და შემოქმედებითი კუთხით ყოველთვის ვცდილობ განვითარებას, ამაში, ბოლო რამდენიმე თვეა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაც მეხმარება.

-ინტერესი მოუშენ დიზაინისადმი..

როდესაც მაგისტრატურა დავასრულე გამიჩნდა სურვილი ჩემი ძალები სხვა პროფესიაში მომესინჯა. რამდენიმე თვის წინ გავიარე გრაფიკული დიზაინერის კურსი, შემდეგ კი გადავწყვიტე მოუშენ დიზაინი მესწავლა. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების ნამუშევრები.

ვთვლიდი, თუ ვისწავლიდი ჩემი ფანტაზიის ვიზუალიზაციას შევძლებდი (ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს საკუთარ თავზე). ასევე მხიბლავს აზრი, რომ შემიძლია დისტანციურად ვიმუშაო მაღალ ანაზღაურებად სამსახურში და ყოველი დღე სხვადასხვა ფერით, ამოცანებით და იდეებით იყოს სავსე.

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

პირველი შეხება სწავლის პროცესში მქონდა და იმ დღიდან ფიქრითაც ვერ მოვწყდი ანიმაციების კეთებას.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი უკვე გავლილი მქონდა და შესაბამისად ვიცოდი როგორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს, ამიტომ მეორედაც არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერე.

-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..

მოლოდინს გადააჭარბა. ბოლომდე ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო იქნებოდა. სწავლის პროცესში ნელ-ნელა მუშაობაც შემიყვარდა. კურსის მიმდინარეობისას გავეცანი ანიმაციის ძირითად პრინციპებს და ჩანაფიქრის განსახორციელებლად საჭირო ყველა ტექნიკურ უზრუნველყოფას.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..

მოუშენ დიზაინის კურსმა შემძინა ისეთ დეტალებზე ორიენტირების უნარი რომელსაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა, სულ სხვანაირად ვუყურებ ყველა ფიზიკურ მოძრაობას, ძალაუნებურად ვსახავ ამოცანად და ვფიქრობ, როგორ გადავიტანო ეკრანზე.

-ლექტორი…

ოთო ძალიან ჭკვიანი ლექტორია, რომელსაც კარგი გადმოცემის უნარი აქვს და ამავდროულად საქმის პროფესიონალია. ყოველთვის მზად არის ყველა დასმულ კითხვას ამომწურავად უპასუხოს, ადამიანს მისცეს მოტივაცია და ასწავლოს მიზნამდე მისაღწევი გზები.

-ნამუშევარი..

სამუშაო პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო, რომ დროის შეგრძნება დავკარგე. თან მაინტერესებდა რამდენად გამომივიდოდა და როგორი იქნებოდა ნამუშევრის საბოლოო სახე.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

შთაგონების წყარო შეიძლება ნებისმიერი წამი, სურათი, მოვლენა ან მოქმედება გახდეს. ჩემი ფინალურის ინსპირაცია ნოემბრის ფერმკრთალი დღე გახლდათ.