fbpx
მოუშენ დიზაინი

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 19 October, 2021

,,კურსს რაც შეეხება, საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა. მოიცავდა ყველა ძირითადი ანიმაციის პრინციპს და მასთან დაკავშირებულ ელემენტს. ჩემი აზრით კურსი სრულიად მორგებულია როგორც დამწყებთათვის, ასევე რაღაც დონეზე ცოდნის მქონეებისთვისაც.“

დღეს ნუგო სიხარულიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

ჩემ შესახებ..

მე ვარ ნუგზარ სიხარულიძე, 29 წლის. პროფესიული განათლება მაქვს მიღებული ესტონეთში „Tallinn University of Technology“-ში. მაქვს დიდი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში და საავიაციო პროცესების მართვის მიმართულებით.

წლების წინ მეგობრებთან ერთად საქართველოში შევქმენი ერთ-ერთი პირველი ფასდაკლებების საიტი და სამუშაო პლატფორმა. მიუხედავად ამისა, ცხოვრების მანძილზე არასდროს ვყოფილვარ მიჯაჭვული რომელიმე კონკრეტულ პროფესიაზე ან სფეროზე. ამ მომენტისთვის ვარ გატაცებული ანიმაციით და მოუშენ დიზაინით „ ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული :D“. თუ გაინტერესებთ მეტი ჩემი გამოცდილების შესახებ: Linkedin, Dribbble

მოუშენ დიზაინი

-ინტერესი მოუშენ დიზაინისადმი..

ბოლო პერიოდში დაკავებული ვიყავი  ერთ-ერთი პოპულარული სტრიმერის არხების დიზაინის, გვერდების, ანიმაციების და ვიდეოების შექმნით, მიწევდა მუშაობა After Effects-ში და მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა ამის კეთება.

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

ჩემი მოგზაურობა ციფრულ დიზაინში დაიწყო ძალიან დიდიხნის უკან. თუმცა თავიდან ბოლომდე ვერ აღვიქვამდი და ვერ ვამჩნევდი მის დიდ პოტენციალს. ყველაფერი 8-10 წლის წინ დაიწყო ვებდიზაინით, შემდგომში გადაიზარდა პროგრამების და აპლიკაციების დიზაინში.

მაგრამ ეს არ იყო ჩემი ძირითადი შემოსავლის და ინტერესის წყარო, უფრო იყო ჰობი და გატაცება, რომელიც მომყვება მთელი ცხოვრების მანძილზე.

მოუშენ დიზაინი

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოვხვდი ძალიან შემთხვევით. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვფიქრობდი თუ სად შემესწავლა მოუშენ დიზაინი პროფესიონალურ დონეზე. თან სილაბუსიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩემს მოთხოვნებს.

ბევრი ძიების შემდეგ Facebook-ზე შემხვდა პოსტი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ, დავინტერესდი, სილაბუსს რომ გავეცანი აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს და დავრჩი თქვენთან.

-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..

კურსს რაც შეეხება, საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა. მოიცავდა ყველა ძირითადი ანიმაციის პრინციპს და მასთან დაკავშირებულ ელემენტს. ჩემი აზრით კურსი სრულიად მორგებულია როგორც დამწყებთათვის, ასევე რაღაც დონეზე ცოდნის მქონეებისთვისაც.

მოუშენ დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..

მოუშენ დიზაინის კურსის მსვლელობისას, ძალიან განმივითარდა მიკრო და ფრეიმ ანიმაციების გარჩევა და მისი გაშლა შემადგენელ ეფექტების ნაკრებზე. რისი გარჩევაც ძალიან მიადვილებს შემდგომი ეტაპებზე მუშაობას.

მოუშენ დიზაინი

-ლექტორი…

ოთო ძალიან პოზიტიური, მეგობრული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონდე და თავის საქმის პროფესიონალი ადამიანია.

კურსის მსვლელობის დროს და დამთავრების შემდეგაც, ყოველთვის გეხმარება შენს კითხვაზე სწორი პასუხის მოძიებაში.

-ნამუშევარი..

ჩემს ყველა შექმნილ ანიმაციაში ყოველთვის ვცდილობ ჩავდო ძალიან ბევრი ემოცია და მიკრო დეტალი, რომელიც სამუშაო პროცეს ხდის შედარებით რთულს და გრძელს, მაგრამ მოაქვს ბევრად დიდი ინტერესი და ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

იმის შემდეგ, რაც შევისწავლე ანიმაციის პრინციპები და დავიწყე მუშაობა, თითქმის ყველაფერი ხდება შთაგონების წყარო და ახალი ანიმაციის იდეა.

by the way, ბოლო ორი ჩემი ნამუშევარი ერთი კვირის განმავლობაში იყო Dribbble-ის ტოპ ანიმაციებში.

მოუშენ დიზაინი