fbpx
მოუშენ დიზაინი

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 28 September, 2021

,,ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, იმის გაგება რომ ამ სფეროს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე. შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ითანამშრომლო საუკეთესო ბრენდებთან თუ ორგანიზაციებთან.”

დღეს ლევან მაღლაკელიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ლევანი და ვმუშაობ MDF – ში (მუნიციპალური განვითარების ფონდი), რომელიც  თანამშრომლობს მსოფლიოში ყველა მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან.

-ინტერესი მოუშენ დიზაინისადმი..

სამსახურში საჭირო გახდა ვიდეო რგოლის შექმნა გრაფიკული დიზაინის ელემენტებით და მოგვიწია გრაფიკოსის დაქირავება, რომლის მოძიება ჩვენს ბაზარზე არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. სწორედ ამ დღიდან გადავწყვიტე მე თვითონ მესწავლა გრაფიკული დიზაინი.

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

პირველი შეხება მქონდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან. სასწავლო კურსი დაიწყო გრაფიკული დიზაინით. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის სწავლის პროცესი, რომ მალევე მივიღე გადაწყვეტილება ცოდნა გამეღრმავებინა და მესწავლა მოუშენ დიზაინი და 3D გრაფიკა.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

სოციალურ ქსელში მოვიძე ინფორმაცია სხვადასხვა სასწავლებლებზე. ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას. შესაბამისად, გადაწყვეტილება მარტივად მივიღე.

-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ…

ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, იმის გაგება რომ ამ სფეროს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე. შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ითანამშრომლო საუკეთესო ბრენდებთან თუ ორგანიზაციებთან.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..

დეტალებზე ორიენტირებულობა, საკუთარ თავზე მუშაობა და დროის ოპტიმალურად გადანაწილება.

და რაც ყველაზე მთავარია, მოთმინების უნარი, რომლის გარეშე სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელია.

-ლექტორი…

ლექტორს ჰქონდა მარტივი და დეტალური გადმოცემის უნარი. მივიღე ზოგადი ინფორმაცია მოუშენ დიზაინზე, რამაც საშუალება მომცა გამეცნო მსოფლიოში წარმატებული დიზაინერები და მათი ნამუშევრები. მან გაგვიზიარა პირადი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია ჩემი სამომავლო განვითარებისთვის.

-სამუშაო პროცესი..

ჩემი სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. დამჭირდა დროის და ენერგიის მობილიზება, რომ საბოლოო შედეგამდე მივსულიყავი.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

შთაგონების წყარო აღმოჩნდა ჩემი ერთ-ერთი მივლინება შავი ზღვის სანაპიროზე.